არ ვიცი, მაგრამ არამგონია კიაბზე უკეთესი იყოს,
თანაც 30 ლარად.
აუ გოგოებო, მოკლედ ყოველთვის ვტოვებ სანდროს,
ხან ლექციებზე გავრბივარ ხოლმე, თითქმის ყოველ
დღე საღამოობით სასეირნოდ გავდივართ და ეს რჩება
ბებიასთან, არანაირი რეაქცია არ აქვს ხოლმე, ყველას
უცინის და მხიარუობს, მაგრამ დღეს ბახტრიონზე
ვიყავით ასული ჩემებთან, საჭმელი რომ ჭამა, 30 გრამი დაუტოვებია,
აღარ უნდოდა. დააბოყინა, გამოუცვალეს, "პიჟამო" ჩააცვეს,
დასაძინებლად მოამზადეს და ძალიან იტირა

მერე ის 30 გრამი
რაც დატოვათავიდან გაუკეთეს, ხო არ დააკლდაო, კი ჩაცალა
და მიუძინია, მაგრამ მერე ისევ გაიღვიძა და ტირილი დაიწყო

დამირეკეს გამოვიქეცით, გზაში ისევ დამირეკეს გულზე მივიხუტეთ და
ჩაიძინაო,(ისე ხელში არასდროს არ ვაძინებთ, საწოლში ვაწვენ და იძინებს)
ნუ იმ დროს ზუსტად, რა დროსაც ღამის ძილს იწყებს, 11-ზე.
ახლაც სძინავს თავის საწოლში.
3 თვის და 5 დღის არის და შეიძლება ჩემ გამო ეტირა?

მართლა ისეთი ბავშვია, რომ ძალიან იშვიათად ტირის,
უმიზეზოდ არასდროს, მაგრამ ასე მგონია შენ გეძებდაო.
არასდროს არ უქნია ასეთი რაღაც.
როდიდან იწყებენ ბავშვები დედის გამო ტირილებს?
ეს დღეები სულ ისე მიეწყო, რომ მთელი დღე სახლში ვიყავი
და ვეთამაშებოდი, მარტო საღამოს გავდიოდი ცოტა ხნით
და შეიძლება მაგის ბრალია?
იანვრის ბოლოდან სამსახურში უნდა გავიდე და არ მაწყობს
ამან თუ უნდა იტიროს უჩემობის გამო.
ხომ შეიძლებოდა სხვა რამის გამო ეტირა? მაგალითად
თუ ეძინება და ვერ იძინებს ზოგჯერ ახურებს ხოლმე.