sesililuსიცხე აღარ უნდა მისცეს.
იცის აცრამ ეგეთი რეაქცია, ნუ შეგეშინდება

მოკლედ დავიწყე ჩემი პრობლემა...
გუშინ მთელი ღამე გავათენეთ,ვერაფრით ვერ დაიძინა მარიკომ.ადრეც გაუკეთებია ეგრე, ღამე ძირითადად ცუდად სძინავს.
თვალებ დახუჭული სწუხს და ღრმად ვერ იძინებს.
თავიდან რომ დავიწყო..
რაც დაიბადა არ იყო ისეთი ბავშვი რომ დააწვენ და სძინავს. ჯერ გაზები აწუხებდა, მერე მონელება უჭირდა (7თვე ჭამა მარტო ! ძუძუ) ნოყიერი რძე მქონდა.
მერე კბილების პრობლემა (6თვისას რომ ამოუვიდა პირველი ეხლა 10ისაა და 8კბილი აქვს) მოკლედ თოთოობიდან ხან ხელში იძინებდა, მერე კალიასკაში, მერე რომ ირწევა ისეთ საწოლში. არ მახსოვს ეძინებოდეს, დამეწვინა და თავისით ჩასძინებოდა. საღამოს 8საათზე რომ დაიწყებდა კივილს 12მდე კიოდა (თავის ტაშფანდურზე)
ნევროპათოლოგთან მყავდა 2 თვის და 6თვის სხვადასხვასთან და ორივემ ის მითხრა მშვენიერი ბავშვია, უბრალოდ ესეთი ხასიათისო. მე გამომიყვანეს ისტერიკა, გეჩვენებაო.
8თვის რომ გახდა თითქოს ცოტა დამშვიდდა, ვიფიქრე ეხლა მაინც დავიძინებ ღამეთქო, მაგრამ არა! დღე იძინებს ადვილად (ანუ რწევით,მაგრამ მალევე და ღრმად) აი მოსაღამოვდება თუ არა უკვე ხასიათიც ეცვლება, ჭიჭყინებს, თუ ეთამაშები,კარგად იცინის და ერთობა. 10ზე უკვე მანეჟში რომ ვეღარ ზის და თავი სად წაიღოს არ იცის ისე ეძინება ხოლმე, ავიყვან და ვაწვენ, პიჟამო "დავიძინოთ დეე" და ეგეთები, მაგრამ საკმარისია ჩააწვინო, წამოხტება, დადგება ლოგინში, დაიწყებს, სიცილს, მღერის, თამაშს, ოღონდ არ დააძინო. ცოტა მკაცრად რომ ეტყვი დადებს თავს და ისუსება, მაგრამ საკმარისია რწევა დაუწყო რომ ტაკოს აწევს და შანსი არაა გაარწიო.
რომ დატოვო და უთხრა დაიძინეო, მობეზრდება მალევე თამაში და უკვე ტირის ამიყვანეთო.
ყველაზე მეტად ის მაწუხებს რომ ღამე ეძინება, თვალები დახუჭული აქვს და "უუუუუუ" სულ ესე ამბობს.
ვცადე ისიც რომ გვერდზე მოვიწვინე, სიმღერა ჩავურთე, მოვეფერე, 2წუთი გაჩერდება და ისე წამოხტება, თითქოს 2 საათი ეძინა.
საერთოდ აქტიური ბავშვია, მთელი დღე 1 წუთი ვერ გააჩერებ, ძიძა მკვდარი მიდის ხოლმე, მაგრამ დღე თუ იძინებს მშვიდად, ღამე რა სჭირს?!
ძალიან ბევრი დავწერე, მაგრამ გუშინ უკვე პიკი მქონდა.
ადრე პედიატრმა ატარაქსი დაუნიშნა, თავიდან ცოტა დაამშვიდა და ერთი ორი ღამე ეძინა, მაგრამ უკვე ეგეც არ მოქმედებს.
ალორა და რიპომილი არის სიროფები დამამშვიდებელიაო (მცენარეული) ამაზე პირიქით იმოქმედა და სულ გააგიჟა.
არ მინდა მივცე წამალი!
შეიძლება რამე სჭირდეს ან რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ვინმემ რამე მირჩიეთ.
დესპერატოებშიც ჩავაგდებ ლინკს, გამოცდილი და დიდი შვილების დედებიც არიან იქ და იქნებ იმათმა მაინც იცოდნენ რა ვქნა?
This post has been edited by Take_Off on 15 Dec 2010, 11:34