დღეს პედიატრთთან მყავდა ისევ ტასო
სისხლის ანალიზი ავუღეთ და ორშაბათს იქნება პასუხებიო
ჰემოგლობინი 66 აქვს

ვაგრძელებ სობიფერ-დურულეკის დალევას ისევ
ძალიან არ მოეწონათ გამონაყარი,ასეთ პატარას უკვე ასეთი ალერგიული ფონი რომ აქვს არაა სასიამოვნო ფაქტიო
სისხლის ანალიზით გაირკვევა რამ გამოიწვია სავარაუდოდ
შეიძლება ველედას რძის მომყვანმა ჩაიმ მისცეს ალერგია?6ნაირსახეობის მცენარეს შეიცავს და იქნებ რომელიმეა ალერგიული ამისთვის
რაც მაგის დალევა დავიწყე მერე დააყარა და მოუმატა თანდათან
და რაც ყველაზე ცუდია გავლის ნაცვლად უმატებს დღითიდღე

პოლიკლინიკის ნერვოპათოლოგთანაც გაგვგზავნა პედიატრმა
ზოგადად ძალინ ყოჩაღი და კარგი ბავშვიაო
მაგრამ ჩემი ორსულობის გაუთავებელი გართულებების და პრობლემების გამო
აქვს უჰაერობა და ზედმეტი აღგზნებადობა
რის გამოც ღამის ძილი აქვს დარღვეული
პ.ს თავის სწორედ დასაფიქსირებელი ბალიშები სად ვიყიდო ხომ ვერ მიმასწავლით?