მოგესალმებით
მოკლედ ჩემი პატარა პედიატრთან აღიცხვაზე მივიყვანე 1 თვის და ისევ ქონდა ფიზიოლოგიური სიყვითლე
დაგვინიშნა მკურნალობა ე ვიტამინი, ხოფიტოლის (მგონი სწორად მახსოვს) სიროფი და ელექტროლიტები დავალევინე 5 დღე
ბილირუბინი საკმაოდ მაღალი ქონდა
მითხრა ამ მკურნალობის განმავლობაში უნდა გაუაროს თუ არადა სხვა გამოკვლევები დაგვჭირდებაო
გადავქექე ინტერნეტი და ძირითადად წერია რომ დღენაკლული ბავშვების პრობლემაა ეგ (35 კვირაზე გაჩნდა)
ჯერ მკურნალობა არ დაგვიმთავრებია, სიყვითლე ისევ აქვს (სხვები ვერ ამჩნევენ რავიცი) თვალის გარსიც ყვითელი აქვს, ჩემები მეუბნებიან რომ ნელ-ნელა გადაუვიდა და ისე აღარ არის მე ვერ ვატყობ ცვლილებას
მზეზე ვაწვენთ რამოდენიმე დღეა მანამდე არ ხერხდებოდა
თუ ეს არ არის ფიზიოლოგიუირი სიყვითლე როგორ უნდა მივხვდე?
ან თუ კიდევ დიდხანს გაუგრძელდა ასე რა გართულება შეიძლება გამოიწვიოს?
და მაქსიმუმ რამდენი ხანი შეიძლება იყოს ასე
იქებ მიპასუხოთ
გაითვალისწინეთ რომ "ფეთიანი" ვარ ნელ-ნელა ამიხსენით ყველაფერი