Molly_Hartleyმოდი აქ მოდი გაგამხნევო

)
ჯერ ეგ მითხარი რატომ მოგიწევს საკეისრო?
რა თქმა უნდა ძალიან კარგია თუ ბუნებრივად გააჩენ, ვის არ ეშინია გოგო

) შენ კი არ ხარ გამონაკლისი. როგორც წესი და რიგია ისე, მაგრამ თუ გადაწყვიტეს ექიმებმა რომ საკეისროთი უნდა გააჩინო, მაშინ გეტყვი რომ ერთი წამითაც არ ინერვიულო იმის გამო რომ ან შენ, ან ბავშვს რამე დაგაკლდებათ მაგით. იცი შენ ჩემი ბიჭი და რამეთი განსხვავებულია ბუნებრივად გაენილი ბავშვებისაგან?

)
ამბობენ რომ საკეისროთი გაჩენილი ბავშვები ნაკლებად ბრძოლისუნარიანები გამოდიანო... მე ეგ ამბავი ბაბუშკას მოყოლილი ამბები მგონია.
ანუ შენ ნარკოზით გინდა ხომ? მე სპინალურით მაქვს გაკეთებული, ანუ როოგრც შენ თქვი ზურგში ნემსით

) თვითონ ნარკოზზე ის გოგოებო მოგიყვებიან ვინც ეგრე გაიკეთეს, მაგრამ რადგან ბრმა ნაწლავის ოპერაცია გაქვს გაკეთებული შენ გეცოდინება ნარკოზი რა არის.
ნაკერები მტკივნეული პირველი რამდნიმე დღე, მაგრამ მაგ დროს გამაყუჩებლებს გიკეთებენ და ფაქტიურად ვერც კი გრძნობ.
სიარულს მეორე დღესვე თავისუფლად დაიწყებ, ზოგი იმ დღესვე დგება.
გართულებები არაფერი მოყვება თუ კარგად მოუვლი ნაკერს და ნორმალური ექიმი გაგიკეთებს საკეისროს.
შრამი არის ძალიან დაბლა, ნელ-ნელა ფერს კარგავს და გარკვეული პერიოდის მერე ძალიან პატარა წვრილ ძაფისმაგვარ შრამად რჩება, თუ ნუდისტურ პლაჟზე არ დაიწყებ ტანტალს არ გამოჩნდება

) მაგის ნუ გეშინია.
ყველა ორგანიზმი ინდივიდუალურია და შესაბამისად ოპერაციის შემდგომი პერიოდიც სხვადასხვანაირად მიმდინარეობს.
მაგრამ დაამუშავე შენი თავი რომ თუ არაფერი გაქვს იმის მაჩვენებლი რომ საკეისრო გაგიკეთონ მაშინ ბუნებრივად იმშობიარებ.
კიდევ თუ გექნება შეკითხვები აქ ვარ.