regenbogenგაციება არ ვიცი მაგრამ სასურველია ერთი ტემპერატურა იყოს ღამით
ისე შეიძლება გაციებაც გამოიწვიოს,შეიძლება სცხელა ჯერ,ოდნავ იოფლებაკიდეც ტანზე და მერე რომ აგრილდება ოთახში უფრო გრძნობს სიცივეს
მეც გაწვალებული ვარ მაგ მხრივ,საერთო გათბობა კარგად ვერ აღწევს საძინებლამდე
მცივანა ვარ მე თვითონ ძალიან,სულ გაყინული მაქვს ხელ-ფეხი
ასე მგონია მე რომ მცივა, მაგ დროს ბავშვსაც სცივა და ოთახში კიდევ პლიტას ვრთავ
მერე დაცხება გამოვრთავ,ცოტა ხანში შემცივდება ჩავრთავ და ესე მერყეობს სულ ტემპერატურა 22-23 გარდუსიდან 20-18 გრადუსამდე

ღამის განმავლობაშიც ვრთავდიხოლმე პამპერსი რომ ქონდა გამოსაცვლელი მაგრამ ბოლო 3 ღამეა არაც ჩამირთია და თითქოს უფრო მეტად იჭედება ბავშვი ცხვირში

ხო, ნუ ეს ცალკე თემაა

ე.ი. ჭამის დროს რას შვრება,პირს წაავლებს ძუძუს ერთს გამოწოვს ,გაიქნევს თავს გვერდზე,
ისევ წაავლებს ისევ დაანებებს თავს და ასე დაუსრულებლად სანამ არ დაიღლება და იტირებს ან არ დაეძინება
ჰაერი არ ყოფნის მგონი ჭამის დროს
გაციებული არაა,რა აქვს ამ ცხვირში ვეღარ ვიგებ,არც ცინგლები ჩამოსდის
ძალიან წვალობს,ვერ ხვდება ჯერ რომ პირით ისუნთქოს და ებრძვის მთელი ღამე თავის ცხვირს

გამთენიისას ხო ისე ხმამაღლა სუნთქავს,ქშუტუნებს და ხრუტუნებს რომ აღარ მაძინებს მეც და თითონაც იწრიალებს იწრიალებს და ეღვიძება
ასეთ პატარებს ინგალაციას უკეთებენ ნეტა?
ან იქნებ სპეციალური გამოსაქაჩი აპარატები რომაა იმით გამოუსუფთავდეს
გაციებული რომ არაა იქნებ საჭმელი აქვს გადაცდენილი და ის უღიზიანებს ლორწოვან გარემოს
ფიზიოლოგიური და ეს ასპირატორი არაფერს შველის
This post has been edited by malimalia on 12 Jan 2011, 13:15