გუშინ საღმოს მოვედი სახლშI, გავუშვი ძიძა, მოვხურე შემოსასვლელის კარები და შემოვედით მე და სანდრო.
ვთამაშობდით. უცებ გაბაჯბაჯდა კარისკენ. შუშებიანი კარია შემოსასვლელის და იქით რაღაცეებს ხო ხედავ უხარია ხოლმე.
უტყაპუნებდა ხელებს ამ კარებს, 2 ნაბიჯში ვიდექი. ახლოს რო მივდივარ აყვანას მთხოვს და უბრალოდ ვცდილობ ხოლმე ახლოს ვიყო, სულ მეშIნია არ წაიქცეს.
ტელევიზორი არასდროს ჩამირთავს, ნინოს ქონია ჩართული და არ გამომირთავს, უცებ იმ სიმღერის გამარჯვებულს აჩვენებდნენ რაღაც საქართველოს ბანკის პროექტის და
თვალი შევავლე, იმ წამსვე სანდროს ფეხი დაუცდა და გლიჯა რადიატორის კუთხეს შუბლი. ძირს დაცემა ვეღარ მოასწრო, ავიყვანე ხელში, ჩამიბჟირდა ლამის, გაჰკიოდა, მარტო
ვიყავით. მე რა მჭირდა არ ვიცი, არ მახსოვს.
ერთი მახსოვს რომ სანამ სამზარეულოში გავედი რო ყინულები გამომეღო და შევხედე, ძალიან, ძალიან დიდი კოპი ქონდა, აი პატარა ბურთისხელა და ზოლად სულ ლურჯი.
ვენა რომ ამოაჯდებათ ხოლმე ეგრე.
ჩამოსდიოდა ღაპა-ღუპით ცრემლები, მეც ვტიროდი, თან ვუცინოდ, ვეთამაშებოდი, ვადებდი ამ ცივებს.
დავურეკე ეგრევე დედაჩემს, დედაჩემმა კოპი თU დაედო კაია პირიქითო, ნუ ნერვიულობო, ცივი დაადე, შენ დამშვიდდი და ერთი წამი ლალის დავურეკავო, ნევროპათოლოგს.
დავურეკე ლექსოს მეთქი მოდი წამო სახლში თქო.
დამირეკა დედაჩემმა, გამომიყვანონო ლალიმო და ვნახავო, თუმცა რადგან მალე დაწყნარდა და გულიც არ არევია და არც გონება დაუკარგავს და კოპიც დაედო, საშიში არაფერი ჩანსო.
ვერ იტანს ეს ცივების დადებას, ძლივს ვადებდი, გადმოვუღე ყველაფერი რაც აკრძალული აქვს რომ გამჩერებოდა, ნარდი, გიტარა, ტელეფონი, ჩემი მობილური, ლეპტოპი, პულტები, რა ვიცი არ მახსოვს, ყველაფრით ვათამაშებდი და ცალი ხელით ვადებდი ამ ცივს. მოვიდა ხასიათზე 2 წუთში, უბრალოდ მეჩხუბებოდა ცივზე.
10წუთში ლექსოც მოვიდა. ჩავაცვით და გავვარდით ვერაზე.
გზაში დაეძინა. მივედით. გავაღვიძე, სახვა რა გზა იყო, გასინჯა, სათამაშოებს აყოლებინებდა თვალს, გაიარა კიდეც, ეგრევე დაინტერესდა სად იყო, მოვიდა ხასიათზე, ითამაშა, რეფლექსები ყველაფერი ნორმაში იყო.
ავედით მერე ჩემებთან. დედაჩემმა რო აიყვანა სანდრო, მე მივწექი და გავითიშე,. მახსოვს რომ გამაღვიძეს ეძინებაო და შიაო და რა ვქნათ, მიდიხართ თუ დავძინოო და მეთქი დააძინეთ.
მერე ტიროდა და წამოვხტი მეც ტირილით და დედაჩემმა შია ნუ გეშინიაო, 4 სააათია ძინავს და მოშივდაო და ხელში ბოთლი ეჭირა, ძლივს დავწყნარდი, ნუ ხარ პანიკაო დედაჩემმა, დავწექი, დავიძIნე ისევ...
ჩაუცხრა ცოტა... დღეს წავედით ეკლესიაში და ვერ მივუსწარით ზიარებას

ახლა ძინავს, რომ გაიღვიძებს უდნა ვაჭამო და წავიდეთ კონტროლზე ნევროპათოლოგთან.
გული მაქვს მოწურული, გუშინ იმდენი ვიწუწუნეთ მე და ლექსომ აი ადრე შაბათობით სადღაც რო მივდიოდით და ეხლა სანდროს პონტში ვერ მივდივარტ და აი სანამ სანდრო იქნებოდა და რაღაც და მერე ვეუბნებოდი ცუდი რამეა ასე ლაპარკი და არ გვინდა, ლექსომ დამცინა ნუ ხარ შენ პანიკიორშაო მაგრამ აი თავი რო მიარტყა მერე ვიძახდი რომ რა მაწუწუნებს ღმერთმა ანგელოზივით ბავშვი მომცათქო....
ერთი სული მაქვს გაიღვიძოს რომ ჩავეხუტო და ისევ ვუთხრა რომ მიყვარს ძალიან
Whether you think you can or you can't - you're right.