#24504103 · 17 Mar 2011, 12:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Antigone QUOTE | არც მიკვირს მაღალი მაჩვენებელი იმის ფონზე, რაც აქ ხდება. ყველას ეშინია მშობიარობის დროს გართულებების და ამ გზით იზღვევს თავს. |
+1
მეანებისადმი ნდობა არის ძალიან დაბალი - უმრავლესობას უჭირს საკეისროზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. გარდა ამისა, საქართველოში უმტკივნეულო მშობიარობის მიმართ ხშირად შეინიშნება მახინჯი დამოკიდებულება: შენს ბუნებრივ სურვილს, შეიმსუბუქო ტკივილი, აღიქვამენ სისუსტედ, ბუნების წესიდან გადახვევად, აკვიატებად და ა.შ. სამწუხაროდ, ჩემთვის საყვარელ მეან ამირან ქორიძეზეც იგივე მეთქმის - ისე არ უყვარს ეს ეპიდურალური გაუტკივარება, თითქოს თვითონ ითმენდეს მშობიარეების მაგივრად. გაგუაზე სხვანაირი შემთხვევები ვიცი: ჩემს ორ ნაცნობ გოგოს ვიწრო მენჯის გამო რთული მშობიარობა ჰქონდათ, ეპიდურალუურმაც ვერ იმოქმედა, მაგრამ ცოცხალი თავით საკეისრო არ გააკეთა. ერთი მათგანი სიკვდილს იხვეწებოდა. კიდევ bachi1975-ის შემთხვევა არ ამომივა გონებიდან არასდროს.
და მერე ჩვენი ინტელექტუალი ჟურნალისტები (მამრობითი სქესის) გააკეთებენ რეპორტაჟებს, როგორი მაღალია საქართველოში საკეისრო კვეთების მაჩვენებელი და რომ ჩვენების გარეშე არ უნდა კეთდებოდეს ის. * * * burkina-faso QUOTE | რამდენიმე "კეთილისმსურველი" რომ დაგინახავს და გეტყვის, ვაი რომ იცოდე რა გელოდება წინო |
რამდენი უტაქტოა, რა
--------------------
Think positive! Do positive! Be positive!
|