natuka_raTemiiსულ ახლახანს დავბრუნდი ჯან.სახლიდან და დაპირებისამებრ გწერთ როგორ ჩაიარა ვიზიტმა...
მოკლედ, დილით 10ზე უკვე მისაღებში ვიყავი, სადაც 237 ლარის ანალიზები გამომიწერეს:
ლაბორატორიული (სისხლი, შარდი, ნაცხი)
თერაპევტთან ვიზიტი (კარდიოგრამა, წნევის გასინჯვა)
ალერგოლოგთან ვიზიტი (5 სინჯის გაკეთება ხელზე, ნემსის გარეშე)
მამოლოგთან ვიზიტი (მკერდის გასინჯვა)
შემდეგ ჩემი სურვილით შევედი გურგენიძესთან ეხოზე (45 ლარი)
და ზუსტად 14:30ზე ყველა პასუხით ხელში ავედი ამირან ქორიძესთან, რომელმაც ბავშვის გულის ცემას მოუსმინა და დამინიშნა საკეისროს თარიღი

აი, სულ ეს იყო დღევანდელი დღე, რომელმაც ძალიან გადამღალა...
თუ კიდევ რაიმე დაგაინტერესებთ მომწერეთ და გიპასუხებთ