მე გაგუაში ვაპირევ უკვე ვიყავი დათო ექიმთან ძალიან კმაყოფილი ვარ
ყველაფერი დაწვრილებით გამომკითხა, მერე მკითხე რაც გაინტერესებსო, ყველაფერზე გამცა პასუხები...
ერთი ის მეწყინა რო მითხრა უახლოესი 10 დღე არაფერი იქნებაო, არ გინდა 10 დღე მოიცადო
ჩაჩავაში ვიყავი აღრიცხვაზეე ჩემი დედამთილის ხათრით და უფრო იმის გამო რო ჩემი ქმარი იქ მუშაობს გვერდით და როცა მისვლა დამჭირდებოდა გამომყვებოდა სულ....
დიდი ვაების მერე მივედი ჩაჩავაში, ნუ პირველი ორსულობაა ჯერ გაურკვეველი არაფერი ვიცი, და ჩემმა დედამთილმა მიმიყვანა იმ ექიმთან თვითონ ვისთანაც იმშობიარა, (ჩემი ქმარი 22 წლისაა) ნუ უკმაყოფილო არ ვყოფილვარ ძაილიან ბუნჩულა მოფერება მოფერებით ჩავატარეთ ორსულობის 5 თვე და დაახლოებით 4-5 ვიზიტი.
აღსანიშნავია ისიც თუ რამდენი არასაჭირო ანალიზი გამაკეთებინეს და აყრევინეს ჩემ ქმარუკას ფულები მარა მაგას ჩივი გავიგე მაინც რო არც ტუბერკულიოზი მაქვს არც შიცი და ასე შემდეგ.(ვითომ აქამდე არ ვიცოდი)...
ყველაფერ სიკეთესთან ერთად მთელი პერსონალის გენეკოლოგი იყო ეს, თერაპევტი თუ სხვა ყველა იმას გაიძახდნენ "ჯერ გადაიხარე" "ჯერ ქვითარი აიღე"-ო.
შემდეგ გაუშვეს ეს ჩემი ბუნჩულა ნანი ექიმი და დავრჩი გაღიმებული ვიღაც სხვა ექიმის ანაბარა.... ოფიციალური 3 ვიზიტი რო მიწევდა მივედი და ეს ახალი ექიმიც არ დამხვდა ცუდად გამიკვირდა კიდეც სხვისი პაციენტი ვარ და რა რაცხა კაქა მექცევა კაქი ვინმეათქო. მარა შემდეგ ვიზიტზე ჩემ მისვლას ძაღლი არ დაყეფს.
მე ეხოს ყოველთვის გენრიეტასთან ვიკეთებდი გაგუაში და ისე მიმქონდა ამას კიდევ არ სიამოვნებდა, ყველა მისვლაზე აკომენტარებდა იაზვურად....
გამაგიჟეს რა გაგუაში 30 ლარს ვიხდიდი ექოში და იქ 70 ღირს, გადასაყრელი ნამდვილად არაფერი მაქვს ტან ძალიან მომწონს გენრიეტა.
როგორც იქნა ჩავათავე ეს 36 კვირა და ვიფიქრე აქ ცემი ფეხი აღარ იქნებათქო, მაგრამ დათო ექიმმა მითხრა იქნებ მოიტანო ის ანალიზები ეხოები და ყველაფერი რაც გქონდა გაკეთებულიო რო ვნახოო, იმიტომ რომ იმ უაზრო გაცვლა გამოცვლის ბარათში მარტო იმ 4 უფასო ვიზიტის და უფასო ანალიზების შედეგები ეწერა, და აი ისევ მომიწია იქ მისვლა...
რო ვთხოვე ექიმს ანალიზების ასლებს გავაკეთებთქო, ქალმა ისტერიკები დამაწია და ამ ეხოებს მიახტა ეგრევე მთელ ჩაჩავაში ისმოდა იამის წიოკი. ჩემ ქმარს გულმა ვერ გაუძლო შემოვიდა და ორი იმდენი დააწია მერე...
ჯერ ვინ მისცა იმის უფლება რო ეკივლა ჩემთვის და მეორეც 37 კვირის ორსულს ეგრე უნდა მოექცე ნორმალური ექიმი?? ღირსი იქნებოდა ჩემ ადგილას ვინმე ისტერიჩკა შეხვედროდა ან ემოციურად გაუწონასწორებელი და მაგის ხელებში გაეჩინა ეს ბავშვი....
ექთნები გაოგნბულები იქვნენ გარეთ რო გამვედი იმ მაგივრად მიხდიდნენ ბოდიშს, მარა აზრი???
ბოლოს მაინც წამოიღო ჩემმა ქმარმა ის ანალიზები გადავუღეთ ხეროხი და მივაშავეთ.... რამ დაამძიმ ამის ვერ ვხვდები.
შედარებაც არ შეიძება გაგუაში მივედით გუშინ ჯერ ეხო გადავიღე შევედი, მერე მითხრა გენრიეტამ ხო იცი სალაროში გადაიხადე და ჩეკი შემომაწოდეო. მერე ბატონ დავითთან შევედი ვიზიტზე გამსინჯა დამელაპარაკა და რო გამოვედი მერე გადავიხადე...
თერაპევტთან გამიშვა დათო ექიმმა ცოტა პრობლემები მაქვს და ფოიეში ვიკითხე თერაპევტი სად ზისთქო და მიდიოდა უკვე ქალი ლივტის კარებთან იდგა და რო გაიგო იმასთან ვიყავი მობრუნდა შემიყვანა კაბინეტში გამსინჯაა დამარიგა გამომიწერა წამლები და ისიც მითხრა რო იმშობიარებ და აქ რო იქნები ექთანს სტხოვე დამიძახოს რო მოვიდე და გაგსინჯოო... ძალიან თბილად და საყვარლად და რათქმაუნდა აქაც მერე მოხდა გადახდა.
ძალიან კმაყოფილი ვარ და მომწონს ესეთი მიდგომა ფულზე რო არ არიან გამოკერებულები...
რავიცი ეს ჩემი პირადი გამოცდილება და ჩამოყალიბებული აზრია.... უბრალოდ გაგიზიარეთ....
ცოტა აბდაუბდა კი დავწერე მარა უშავს რამე??