შეწამვლის და მოვლის გარეშე არ მოდის არაფერი,
ჭიები და ათასი უბედურებები უჩნდება და აღარ
მოდის მოსავალი. მთავარი მიზანია ჩვენთვის,
რომ შემოტანილი გენ. მოდიფიცირებული პროდუქტი
არ ვაჭამოთ ბავშვებს, თორემ დამიჯერეთ დანარჩენი
წარმოუდგენელია.
მთავარი არც ის არის, ტალახი ექნება თუ არა ზედ.
ბოსნტეული/ხილი არ უნდა იყოს გიგიანტური, დიდი ზომების,
არ უნდა იყოს ყველა ერთნაირი (თუ საგულდაგულოდ ამორჩეული
არ არის) და არ უნდა იყოს გადაკრიალებული. მოკლედ ეს პრინციპები
ყველამ ვიცით მემგონი.
რაც შეეხება პირველი ნახარშის გადაქცევას, თავიდან რომ დავიწყეთ
ბოსტნეული ნახარშში საერთოდ არ ვაკეთებდი, ანადუღარ წყალში
ვათხელებდი ბოსტნეულს, მერე პირველ ნახარშ წყალს ვღვრიდი და
მეორეში ვჭყლიტავიდ, ახლა უკვე ჩვეულებრივ ვარძლევ პირდაპირ,
ერთადერთი ხორცს რომ ვხარშავ, მიუხედავად იმისა, რომ ნახარშს
არ ვიყენებ, ერთ პარტია წყალს მაინც ვუცვლი.
მეც მაქვს ახლა კითხვები
1. რამდენ პეჩენიას აძლევთ დღეში 7.5 თვის ბავშვს?
2. ბანანი დაუწყეთ თუ არა? (ვიცი რომ ეჭმებათ, აქამდე თავს ვიკავებდი, ხელოვნურად რომ ამწიფებენ მაგ მიზეზით, ახლა მინდა ცოტ-ცოტა შევაპარო)
პს. ხვალ მიმყავს პედიატრთან და მოგახსენებთ თუ რამე საინტერესოს მეტყვის

))