Ssalome 
რა ვიცი სიხარულო, ვართ რა

ძვლები ისე საშინლად მტკივა რომ უკვე ვეღარ დავდივარ, ახლა უკვე მასიურად მთლიანი ფეხები მტკივა, მენჯის ძვლებს უკვე ვეღარ ვგრძნობ ტკივილისაგან

ახლა უკვე რაღაც სხვანაირადაც მტკივა, ვერ ავხსნი როგორ... იქითა კვირაში მინდა წასვლა ექიმთან, უნდა დავცოფო ერთი კარგად! იცის იცის ტკივილიო და ასეთი ტკივილით მე არავინ მინახია და არავისგან გამიგია! სულ ვერ დავდივარ! ცუხელ ჩემმა ქმარმა ამიყვანა ხელში და ისე დამაპორწიალებდა, კოჭლობითაც კი ვეღარ გავიარე

თან ვადიმსაც დავურეკავ და მისგანაც ავიღებ რჩევას! ეხოს გაკეთებაც მინდა ირკლი ჯოლოხავასთან, ველოდები ეს ოხერი ხელფასები როდის დაჯდება, ასე ჯერ არ დაუგვიანებია ამ ფულს

მერე კი უკვე კარდიოტოკოგრაფია მიწევს და მერე სერგოსთან ჩავალ, ხო აკეთებს სერგო ამ კარგიოტოგოგრაფიას?
ჩემი ფართხალა კი დარბის, მგონი ცოცხი აქვს შიგნით, კი არ მირტყამს, აი როგორც ცოცხი მოუსვა ისეთი შეგრძნებები მაქვს

შარდის ბუშტზე ფეხბურთის თამაშს სწავლობს

და მამიკოს ხელებს საშინლად ურტყამს

ვერ იტანს როცა მამამისი მეხუტება
შენ როგორ ხარ სალო? ხომ მშვიდობაა შენსკენ? პაწაწუნას სახელი უკვე შეურჩიეთ??? ჩვენ ჯერ კიდევ ვჩხუბობთ სახელზე, ვერც გოგოსი შევარჩიეთ და ვერც ბიჭისი