აუ რამდენი ვწერე და წამეშალა

მოკლედ ნახა გუშინ სანდრო ექიმმა ლოყებთან დაკავშირებით
დიათეზია, ტყუილად ნერვიულობთო
ძაან რთულია მიხვდეთ რა იწვევს,
შეიძლება რესპირატორული იყოს, შეხებით გამოწვეული
ან საჭმლიდანო.
ეს დაავადება არ არის, უბრალოდ განწყობაა და ამიტომ არ წარმოადგენს
არაფერ საშიშს, ამის გამო ანტიჰისტამინების დანიშვნა სისულელეაო.
იდეაში 99% ვერ მიხვდები რა მისცემს ალერგიას, იმიტომ, რომ ორგანიზმში
1 თვემდე მაინც რჩებაო.
თანაც არ არის აუცილებელი ალერგიული იყოს ის პროდუქტი, უბრალოდ
ამას ექნება ალერგია იმის მიმართო
მუსტელას სტელატოპიას მოგცემ, რო აღარ გაუწითლდება და გარედან
არ დაეტყობა დამშვიდდებიო

რას ქვია აშიმშილეთ და გაახდუნეთო

მოკლედ დაიწყებს ისევ ადამინურ
ჭამას და თუ შევნიშნავთ, რომ რამეზე განსაკუთრებულად უწითლდება იმას
აღარ მივცემთ.
ცოტა მოიზრდება და გადაუვლის, დიდებში დიათეზი, იგივე ატოპიური დერმატიტი
არ არსებობსო.
იგივე კომენტარი გააკეთა რცხილაძემაც ამ ყველაფერზე
ასე რომ ტყუილად ვიკეთებდი ხარაკირს

გუშინ კარტოფილის პიურე მივართვი 50 გრამი და მშვენივრად მიიღო.
მერე ინტერნეტში ვნახე, სიცივეც იწვევს ზოგჯერ დიათეზის გამწვავებასო,
ხო და მოთხე დღეა რაც გარეთ არ ყოფილა, ლოყები გადაკრიალებული აქვს,
არანაირი სიწითლე, არანაირი გაუხეშებული კანი, ასე რომ მაინც სიცივეს
ვაბრალებ.
დღეს ვაჭმევ ახლა და ჩავალთ ეზოში მე და ჩემი ვინი პუხი