სახლიდან გასვლებს რაც შეეხება, ალბათ ყველა ქალს აქვს ეგ დეპრესია რომელიც გარკვეულწილად პოსტმშობიარობის დეპრესიაა მე ვფიქრობ.
მე ისედაც ყოველთვის ზედმეტად აღვიქვამ ყველაფერს და პანიკა ვარ და შესაბამისად ძალიან ცუდად ვიყავი,.
თან მე ის პრობლემა დამემატა რომ მანამდე ყოველ დღე მე და ლექსო ერთად გავდიოდით სახლიდან და ერთად შემოვდიოდით, 2 წელი ერთ სამსახურში ვმუშაობდით, ერთ რეჟიმში და მოკლედ ისეთი რამე არ მომხდარა რომ ლექსო მიდიოდა და მე ვრჩებოდი. კი მომხდარა პირველი 2 თვე წოლითი რეჟიმი რომ მქონდა, მაგრამ მაშინ ახალ შეუღლებული წყვილი ვიყავით, ზაფხული იყო, ცალკე ვცხოვრობდით, ყველაფერი მიხაროდა, ყოველ დღE ვიღაც იყო ჩემთან და ის დაჟე მიხაროდა კიდეც ლექსო რომ მოდიოდა და მე კარს ვუღებდი.
აი რომ გავაჩინე და პირველად რომ ავდექით ერთად, საუზმე გავუმზადე, თან გამოჩერჩეტებული ვიყავი 3 ღამის უძილო, ახალნამშობიარები, ღორის გრიპგადატანილი და უცებ რო ლექსომ ჩაცმა დაიწყო ვაიმე როგორ მახსოვს ბოტასებზე თასმებს რომ იკრავდა და წამომივიდა ცრემლები, გავედი იქეთ ოთახში, დავმშვიდდი, გავაცილე და რომ ჩამეხუტა გასვლის წინ მაინც ვერ შევძელი, 10 წუთი მამშვიდებდა. მითინგი ქონდა თორე ალბათ არც წავიდოდა

რომ წავიდა, 5 წუთში აზრზე მოვედი, მივედი კომპთან, მოვედი ხასიათზე.
შემდეგ ჯერზე იგივე იყო, მერე სამსახურის ამბებს რო მიყვებოდა, ცუდად ვხდებოდი ჩემს გარეშე რომ რამე ხდებოდა ჩემი ხელით აშენებულ სიტუაციაში და კოლექტივში

მერე ერთელ რომ ვტიროდი, დედაჩემი შემოვიდა და დამელაპარაკა, მითხრა რომ ყველას აქვს ასეთი დეპრესია, რომ არაფერი საგანგაშო არაა და მალე უკეთ ვიქნები.
თან მე ვფიქრობდი რომ ძიძას ვერ ავიყვან, ვერ ვანდობთქო პანიკა მქონდა და გადაწყვეტილი მქონდა რომ ვსო, ჩავჯექი სახლში და ჩემი საშველი არაა

რა საყვარელი ვიყავი

მელაპარაკა დიდხანს დედა, მომიყვა თვითონ როგორ მზრდიდა, პირველი 3 თვბე რომ არ მეძინა და ის სულ მარტო იყო....
მივხვდი რომ ვატრაკებდი, .... მერე მითხრა თუ სადმე გასვლა გინდა გადიო, ყოველ დღე დავიტოვებ თუ გინდა ბავშვსო და მერე სამსახურში გასვლის დრო რო მოვა, ძიძასაც ისეთს ვიპოვით არ ინერვიულებო....
მეორე დღეს წავედი სალონში, მოვედი აზრზე. დიეტის დაწყება ვერ შევზელი მაგრამ მუღამზე ვიყავი. გამყავდა ბავშვი სასეირნოდ, ღამე ისევ მეწყებოდა დეპრესიები მაგრამ დილით ისევ ხოდზე ვიყავი.
ზუსტად ვიცი მეორეზეც ასე ვიქნები მაგრამ გამოცდილება კაია

მერე ერთად წავედით სადღაც, დედაჩემმა რომ დამირეკა ვერ ვაჩერებ და არ ჭამს ნუტრილაკს, ძუძუ უნდაო, ბუზღუნით მოვბრუნდი უკან. რომ ვაჭამე. ლექსომ ხელი მომკიდა და წამო დავბრუნდეთო, არ მეზარებაო. მაშინ მივხვდი რომ არაფერი არ იყო პრობლემა ამ ქვეყნად

ძალიან მიჭირდა ისე დედაჩემისთვის თქმა - დედა, დაიტოვე რა ....
მერე ისე მოხდა რომ სამსახურში მიწევდა ხოლმე მოსვლა, ჩამოსული იყო ისრაელიდან ჩვენი თანამშრომელი და რეფორმებს უჩემოდ ვერ ატარებდნენ.
ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და მერე უკვე აქტიურად დავიწყე ძიძაზე ფიქრი. ნუ მაგ საკითხში გმაიმართლა და იმის მერე იმაზე უფრო აქტიური ქალი ვარ ვიდრე მანამდე ვიყავი + ამას დაწინაურება, მანქანა, ათასი რამე დაემთხვა და ახლა ვგრძნობ თავს კაკ რას ყველაზე დამოუკიდებელ ქალად.
მართალია ძალიან განვიცდი რომ ჩემს შვილთან იმ დროს ვერ ვატარებ რაც საჭიროა და მე მინდა კი არა - რაც თვითონ უნდა ბავშვს, მაგრამ მირჩევნია ცოტა ცუდი დედა ვიყო (რაც მარტო მაგ სკაითხით შემოიფარგლება მგონი) ვიდრე ცუდი და სახლში ჩამჯდარი ცოლი.
შესაბამისად ლექსოც უფრო მაფასებს, სულ ურთიერთობა მაქვს ყველასთან და რა ვიცი, არც შემიძლია მე რომ სახლში ვიყო, ზედმეტად აქტიური ვარ....
ახლაც ხან ცურვაზე დავდივარ, ხან მასაჟებზე, ხან ვარჯიშზე, უამრავი გეგმა მაქვს - სერტიფიკატებზე და ამბებზე.
ზუსტად ვიცი სამსახური რომ არ მქონდეს, უფასო კურსებზე მაინც ვივლიდი - აი ყველაზე ბანძი რო იყოს მაინც.
მუღამი უნდა გქონდეს ქალს რომ გამოიპრანჭო, ისე ძნელია.
თემას გადავუხვიე.... მაგრამ დიდად კავშირშია, ვფიქრობ, სახლში რომ ვიჯდე ისეთი არ იქნებოდა ლექსო როგორიც ახლაა

პ.ს. ვისაც არ დაგეზარათ და წაიკითხეთ ყოჩაღ თქვენ : )))
პ.პ.ს. ვინც ახლა იმ დღეში ხართ რაშიც მე ადრე - იცოდეთ რომ მალე აღარ იქნებით და ნუ შეიქმნით პრობლემებს ამისგან... ვიცი რთულია ასე თქმა მაგრამ როცა იცი რომ ყველა ასეა და როცა იცი რომ თუ მოინდომებ ყველაფერი გამოვა და ნუ რა თქმა უნდა თუ ხარ ასეთი ტიპი - მაშინ გამოვა

yvelas
This post has been edited by Tak on 9 Feb 2011, 15:09
Whether you think you can or you can't - you're right.