არ მიკვრის. ჩემი მაზლი ჩვილ ბავშვს საერთოდ ვერ იყვანს ხელში და დიდად ახლოსაც არ მიდის,მაგრამ სადღაც 4-5 თვიდან ხელიდან ვერ გამოაცლი. ეგ რაღაც თავისებურებაა, მაგრამ ალბათ, გარკვეულწილად, ნორმალური (უფრო მამაკაცისთვის, ალბათ).
ჩემი ქმარი კი ნამდვილად კარგი ,,დედაა,,. კი, კი, არ შემშლია, მე ცუდი დედა ვარ, მამიკო კი კარგი დედა. მე აქეთ ვიღებ შენიშვნებს, რომ საჭმელი დამაგვიანდა, რომ ბავშვები დასაძინებლად დროზე არ გავამზადე, ამ დროს, არ გეგონოთ, მარტო შენიშვნით შემოიფარგლებიან, აქტიური ქმედება: ბანს, აცმევს, უცვლის, აჭმევს, აძინებს, ქოთანს აქცევს, პამპერსს უცვლის (ნუ ჩვენთანხომ სამი სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფია

), დაყრილ სათამაშოებს მიალაგებს, ყურებს უწმენდს, ათამაშებს და ა,შ. შემომტანის ფუნქციაც ძირითადად მისია, თუმცა ის ბიზნესი, რაც გვაქვს, აბსოლუტურად თანაბრად ერთად შევქმენით (ახლა დროებით შვებულებაში ვარ დედობის საბაბით), ვერ აკეთებს: სარეცხს ვერ რეცხავს (მანქანაში ვერ ყრის და ფხვნილს ვერ აყრის, ვერ აყენებს ავტომატს და ღილაკს ვერ აჭერს ხელს

), ვერ აუთავებს- სხვას ვერ ვიხსენებ. თუმცა, დანარჩენ საქმეში არათუ მეხმარება, არამედ როგორც ვთქვი, ხშირად ინიციატორიცაა. ბავშვებს უყვართ გიჟდებიან მამიკოზე, მაგრამ რატომღაც მაინც მე უფრო ვუყვარვარ, ეტყობა ინსტინქტია უბრალოდ. თან სახლში ალბათ მე რომ უფრო ხშირად მხედავენ იმიტომ.
ბავშვების გაჩენისა და 20 კგ. მომატების მიუხედავად, ჩემს ქმარს ვგრძნობ,რომ უფრო მეტად ვუყვარვარ, ვიდრე უწინ. ყურადღება არ მოუდუნებია, პირიქით. ოღონდ იდეალურ მამაკაცს არ ვხატავ, აქვს თავისი მინუსები - ამას მოგვიანებით დავწერ, როცა მინუსებზე დავიწყებთ წუწუნს,
მამაკაცს მარტო შემომტანის ფუნქცია არ უნდა ეკისრებოდეს. ბანკომატი კი არაა, მარტო ფული გიყაროს - შენ კი მათხოვარივით ხელებში შეჰყურებდე სამოწყალოს მოლოდინში და ფინიასავით კუდს უქიცინებდე. ოჯახი ერთი მთლიანობაა და რომელსაც რა შეუძლია ის უნდა აკეთოს ოჯახის კეთილდღეობისთვის.