+1
დღეს დილით მაგარი შიში მაჭამა ამ გოდორამ,...

ვიძახი თუ მომკლავს,ამაზე ნერვიულობა გადამიყოლებს მეთქი....

მოკლედ,დილით ვაბანავე და მამამისმა დაიჯინდა გადავუწიოთ ჩუჩაო,მე საერთოდ ვერ ვკიდებ ხელს,სულ ეგ უწევს.... მერე ვქნათ,ეხლა მიმიშვი ჩავაცვა მეთქი...თითქოს დამთანხმდა,არანაირი გასაწმენდი საშუალება არ მქონდა მომზადებული,ბამბა და რამე,,,რაღაცის მოსატანად მივბრუნდი,ამას გადაუწევია და მეუბნება, ჰე გაუწმინდე ეხლაო...გავიქეცი უცებ და გადადუღებული წყალი მედგა იქვე და ბამბა დავასველე...გავწმინდე და ...უკან აღარ ეწევა

გაგიჟდა ჩემი ქმარი,ვერ ვწევო,ფერი არარ ედო საერთოდ,ბავშვი გაიხა ტირილით

მე ტელეფონს ვიღებდი ვდებდი,ვიღებდი ,ვდებდი...ვითომ სასწრაფოს ვუძახდი,მაგრამ ნომერი დამავიწყდა...ისტერიკა დამემართა მოკლედ...ისე შემეშინდა...ავტეხე კივილ წივილი,სულ გამოვფანდურდი....მივარდა მერე ჩემი დედამთილი, და არ ვიცი როგორ მაგრამ გადმოუწია უკან

მერე მე მასულიერებდნენ ორივე

ვკანკალებდი მთელი ტანით...ბავშვი ხელიდან ვეღარ გამომგლიჯეს,ასე ტიტველი მყავდა ჩახუტებული და რაღაცას ვბუტბუტებდი თურმე...გაგონილი მქონდა რომ ეგეთი რამე საშიშია,ქირურგმაც გვითხრა....ალბათ რომ დავაყოვნეთ ჩუჩის უკან დაბრუნება მაგიტო მოხდა ეგეთი რამე...ასეთი არასდროს დამართნია
მე კი მომაკლდა 10 წლის სიცოცხლე მგონი