მოკლედ შენც და ყველას, ვისი ბავშვიც ღამე იღვიძებს...
ზოგადად როგორც ჩემმა პედიატრმა ამიხსნა, სანდრის შემთხვევაში
1-1.5 თვის მერე აღარ იყო საჭიროება, რომ ღამე ეჭამა, უბრალოდ ჩვევის
გამო იღვიძებენ ბავშვები. ვისაც შედარებით პატარები გყავთ კითხეთ
პედიატრს აუცილებელია თუ არა ღამე ჭამოს კიდევ თქვენმა შვილმა (ბავშვის მატებიდან გამომდინარე)
თუ არა და შეუდექით გადაჩვევას, პატარაზე უფრო გაგიადვილდებათ.
მე ვეცადე გადაჩვეულიყო, მაგრამ დიდად არ გამომივიდა და არც შევიწუხე თავი,
თავისით გადაეჩვია 2 თვიდან, მაგრამ რამოდენიმეჯერ ქონდა მცდელობა არევის
და აღვკვეთე ეგრევე მსგავსი საქციელი

პირველ რიგში არ აცალოთ ბავშვს გამოფხიზლება, როგორც კი შეატყობთ, რომ
იშმუშნება, გაღვიძებას აპირებს წამოდექით, სოსკა ჩაუდეთ და დაარწიეთ,
თუ მაინც გამოფხიზლებისკენ წავიდა ამოიყვანეთ, სოსკა ედოს ისევ, გაატრეთ,
ხელში დაარწიეთ. თუ ისევ და ისევ გამოფხიზლებისკენ წავიდა და იჭუჭყუნა,
ვერ დააკავეთ და ვერ გააჩერეთ მარტო მაგ შემთხვევაში მიეცით ჩაი, მერე ისევ
სოსკა, ისევ გაასეირნეთ. არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ საჭმელი. შეიძლება
იტიროს, მაგრამ რამოდენიმე დღე უნდა გაუძლოთ ჯობია და მერე დარჩენილი
ცხოვრება გადაბმულად იძინოთ

მოკლედ თქვენ ნებისყოფაზეა რა...