ასე ვიყავით ჩვენ:
- პირველი 2 კვირა მხოლოდ ბუნებრივი;
- მესამე კვირა ორივე ძუძუს რო შეჭამდა თუ არ ეყოფოდა დამატება იმდენი, რამდენსაც შეჭამდა (ეს იყო ხოლმე 10-40 გრამი მხოლოდ, მაგრამ არ კარგავდა მაინც

)
- მეოთხე კვირიდან დილით და ღამე მხოლოდ ძუძუს ჭამდა, დანარჩენ შუალედებში ჯერ ძუძუ და მერე აყოლებდა ხელოვნურს (100 გრამს საშუალოდ)
- მეორე თვიდან ჩავჯექით ასეთ გრაფიკში, აბსოლუტურად ყველა ჭამა იწყებოდა ძუძუთი, 15 წუთი ერთი, 15 წუთი მეორე და ხელოვნური (ამატებდა დაახლოებით 150 გრამამდე)
- მესამე თვეს რძემ იმდენად იკლო, რომ მარტო დილით და ძილის წინ ვაწოვებდი და ხელოვნურს აყოლებდა.
მესამე თვის მერე მორჩა ჩემი რძე, ასე ნელ-ნელა გაიპარა.
ვცადე ყველა საშუალება უალკოჰოლ ლუდის გარდა (უბრალოდ ჩავიქნიე ხელი)
არაფერი არ მშველოდა საერთოდ, არც ჭამა და არაფერი.