ჩვენ გუშინ ვიყავით პედიატრთან
Take_Off ლალისთან

(შენც ხომ არ ყოფილხარ?)
9 კილოა სუფთა წონა, 73 სანტიმეტრია.
დიდი ბიჭიაო და კარგი ნამატი აქვსო.
მერე გასინჯა, მოეწონა კარგად ზის ძალიანო,
დგომაც კარგი აქვსო. რომ ვკითხეთ დაყენებაზე
თვითონ წამოდგეს, თქვენით არ დააყენოთო,
ხო და მანეჟში ვერ წვდება ჯერ სახეულურს

ხელზე თუ მოგვეჭიდა დგება, ამიტომ ვცდილობ
გავართო, რომ არ მომთხოვოს დგომა და სიარული
(ხელებს რო მოვკიდებ და დავსვავ დგავს ნაბიჯებს ყანყალ-ყანყაით
და დადის სასაცილოდ

თან უხარია და იკრიჭება )
კვებაზე კიდევ, ნუტრილონინ 1 წლამდე აუცილებლადო,
ფაფებს უკვე სანტეს რძით შევჭამთ, ხაჭოს ვიწყებთ
და ხბოს ხორცის გარდა შეგიძლიათ წიწილაც მისცეთო.
კივი შეგიძლია მისცე, მაგრამ კუჭში არ გაგითხელოსო,
ამიტომ ცოტ-ცოტას შევაპარებთ. ბროწეულის წვენი
და გოგრა კარგია, მაგრამ მაინც დიათეზიანია და
ალერგია არ მისცესო.
რაც შეეხება ჩვენ ტკივილს, ღრძილები
დასიებული, დაბერილი, გადათეთრებული
და კიდევ ათასი ოხრობა, მაგრამ ჯერ არ ამოუჭრია.
მაგრამ ნუ 2 ერთად მოდისო
1 დღეა ცალ მხარეს ძაან თეთრი უჩანს პატარა
ხაზად, დაიძინა კოვზი ვერ დავაკაკნე, რო გაიღვიძებს
ვნახავ რამე ხო არ არის

თეთრი ფითქინა ჩანს რაღაცა წკიპზე