ათულია
NIANU_3
გაიხარეთ

სანამ გავთხოვდებოდი მქონდა ერთ საკვერცხეზე დერმოიდული კისტა,მეორეზე პოლიკისტოზი, გავიკეთე ლაპარასკოპია,
რომ გავთხოვდი,არ ვრჩებოდი ორსულად
დავიწყე მკურნალობის ხანგძლივი პროცესი

თავიდან კონკრეტულ დიაგნოზს ვერ მეუბნებოდნენ
ოთხი წლის შემდეგ გავიკეთე ფერტილოსკოპია მგალობლიშვილთან,მითხრა რომ ერთ საკვერცხეზე მქონდა შეხორცებები,მეორეზე პრობლემა აღარ მქონდა და წესით უნდა დავფეხმძიმებულიყავი
გავიდა დაახლოებით ორი წელი, ამ პერიოდის განმავლობაში გავიკეთე სტიმულაციები, მაგრამ უშედეგოდ
მერე გავიკეთე ლაპარასკოპია, ვადიმამ ძალიან დამაიმედა,მითხრა რომ არანაირი პრობლემა აღარ მქონდა და აუცილებლად დავფეხმძიმდებოდი.
რამდენიმე თვის შემდეგ გავიკეთე ხელოვნური განაყოფიერება _უშედეგოდ.
მერე ორჯერ ისევ სტიმულაცია - უშედეგოდ
ბოლოს ყველაფერს თავი დავანებე და იანვარში მოულოდნელად აღმოვაჩინე რომ დავრჩი ორსულად.