როგორ ხართ გოგოებო? მეც მაქვს პატარა ახალი ამბები...
აწეული პროლაქტინის ფონზე როგორღაც მოახერხა ჩემმა ფოლიკულმა მომწიფება, რაც აქამდე არ მომხდარა
HAG ექოც გავიკეთე და ცოტა პატარა მეჩვენება მეთერთმეტე დღისთვის შენი ფოლეკულიო 13 მმ-ია
არ ინერვიულო, ზუსტად ასე მქონდა და იგივე მითხრეს - არ გვგონია გაიზარდოსო, ენდომეტრიუმიც თხელი იყო. მივედი მე 15 დღეს გადასაკონტროლებლად და უცებ დაგვხვდა 20 მმ ფოლიკული და 11 მმ ენდომეტრიუმი, ექიმიც გაკვირვებული იყო, ალბათ გვიანი ოვულაციააო მითხრეს, ასე რომ არავინ იცის წინასწარ რა იქნება.

კარგზე იფიქრე.
პ.ს. ისე კვირას დილით მე და ჩემი ქმარი პირველად ვეზიარეთ რაც დაქორწინებულები ვართ, ეკლესიიდან გამოვედით , "მედეაში" წავედით და ასეთი ამბავიც დაგვხვდა. არ ვიცი წერო რამდენად ახლოს არის, მაგრამ ერთი პატარა ნაბიჯით წინ ვართ. წარმატებები გოგოებო ყველას