ჩემი ისტორია ასეთია:
2 წელი საერთოდ არ ვფიქრობდი ბავშვის გაჩენაზე, თუმცა ჩასახვის საწინააღმდეგო წამლები არ დამილევია. მერე როცა უკვე გაჩნდა სურვილი და ამსურვილიდან ასე 8 თვე გავიდა წავედი ექიმთან და გავიკეთე ვირუსების ანალიზი და ასე შემდეგ. არაფერი არ იყო. 2009 ში წავედი პირველად ექიმთან ისე საფუძვლიანად სექტემბერში და 2 ჯერ გამიკეთა სტიმულაცია და მერე ეგრევე მილების გამთარობაზე შევემოწმე და გამტარი იყო, მაგრამ მაგის მერე რამდენიმე თვე ჩასახვის საწინააღმდეგოს ვსვავდი. მერე წავედი სხვა ექიმთან, იმანაც სტიმულაცია სცადა, მერე არხშია პოლიპიო და რაღაც ჟუტკი პროცედურა ჩამიტარა და მერე კიდე მიმკურნალა ჰერპეს ვირუსის რაღაც ფორმაზე. მერე ისევ რამდენიმე თვე ჩასახვის საწინააღმდეგოს ვსვავდი. მერე 2010 წლის დასაწყისში ისეთი დეპრესიონერა მჭირდა ანტიდეპრესანტებს ვსვავდი და ივნისიდან დეკემბრამდე ისევ დიანე დავიწყე, თან ენდომეტრიოზის ნიშნები იყო და მაგისთვისაც დამინიშნეს დიანე.
ნომებერში მოვრჩი წამლებს. დეკემბერში გავიკეთე სტიმულაცია და არაფერი. იანვრის ბოლოს წავედი ექიმთან თათიასთან, რომ მივედი ფოლიკულები იყო და პრეგნილი გამიკეთა. და ის მითხრა რომ შემდეგ თვეშიც თუ არაფერიო ალბათ ლაპარასკოპიაზე გაგიშვებო. შემდეგ თვეში კლოსტიბეგიტი დავლიე 5 დღე და პრეგნილი გავიკეთე და რომ გადაცდა გავიკეთე ტესტი და 2 ხაზია.
ესაა და ეს. ეხლა ისე მარტივად ჩამოვარაკრაკე მარა საკმაოდ რთული იყო ყველაფერი.
This post has been edited by jellyboss on 5 Apr 2011, 12:42