მოვედი
მოგონებები დავწერე, ეხლა რაც შეეხება სამშობიაროს, კერძოდ კი "ჯანმრთელობის სახლს"
გავაჩინე ფიზიოლოგიურად, გაუტკივარების გარეშე და ვიწექი "ჩვეულებრივ" (არალუქს) პალატაში
მაგრამ სიმართლე გითხრათ იქ ყოფნის დროს და მერეც გამიჩნდა კითხვა(და არამარტო მე,ვინც მნახა ყველას)
რატომ უნდა მოგინდეს იქ ლუქსის აღება?!
რაც შეეხება პალატას და მთლიანად სამშობიაროს პირობებს - არის ძალიან დიდი ს ი ს უ ფ თ ა ვ ე!!!!!!!!!!!!!!!
მე ვიწექი მეოთხე სართულზე, სადაც ამირანის კაბინეტია და იქ ხომ საერთოდ ოჯახში მეგონა თავი.
ყველა პალატა არის ერთადგილიანი, ინდივიდუალური აბაზანა-ტუალეტით (არავინ მეცილებოდა

)
პალატაში დგას მაგიდა, საწოლი, საწოლთან ტუმბო(უჯრებიანი) სკამები, კარადა (ტანსაცმლისთვის), ტელევიზორი,გამათბობელ-გასაგრილებელი.
დამხვდა მთელი ჩემი ჩემოდანი იქ

კარადაში-ხალათი,თეთრეული,პერანგი,ჩუსტები
აბაზანაში-ჩუსტები,კბილის პასტა,ჯაგრისი,ტუალეტის ქაღალდი,საპონი(თხევადი),სავარცხელი,პირსახოცი (პირის), შამპუნი.
აბაზანაც და ოთახიც არის ძალიან სუფთა.
დღეში ორჯერ მილაგებდნენ
კვება- სამჯერ მაჭმევდნენ
საჭმელი იყო საკმაოდ ბევრი
საუზმეზე-ჩაი,კარაქი,ყველი,ხან ბულკი,გერკულესი ან მანი და პირველი 2 დღე სუხარი,მერე პურიც მომიტანეს
სადილი-სუპი,წიწიბურა მაწვნით, სუხარი და კომპოტი,გუფთა და მოხარშული კარტოფილი,ასევე გაგიკვირდებათ და მომიტანეს აჯიკა წასმულ-შემწვარი ქათამი

ვახშამი-ჩაი, კარაქი, სუხარი და პური, ყველი, მაწონი და ბრინჯის ფლავი
მაგრამ მე მაინც სულ მშიოდა

ეხლა კი მინდა ვუპასუხო იმ კითხვას რაც უმეტესობას დაებადა ვინც ფასი გაიგო მანდ მშობიარობის
მშობიარობის მერე 2საათში გადამიყვანეს პალატაში, შემდეგი 2 საათის ემრე მოვიდა ექთანი და ამაყენა (საშინლად გამიჭირდა)
მუცელი ხელით მეჭირა და საშვილოსნო აუტანლად მტკიოდა.
შემიყვანეს ტუალეტში საქმეზე

დამბანეს ნაწილ-ნაწილ..
ამასობაში გამომიცვალეს თეთრეული, ჩამაცვეს ახალი პერანგი (მათი და საკმაოდ ნორმალური) მომცეს პაკეტების მთელი შეკვრა (ბელასეტა) და ერთჯერადი ტრუსები.
მერეც როცა მომინდა ტუალეტში მომეხმარნენ და თუ დასვლირი იყო რამე მიცვლიდნენ და პაკეტს და ტრუსებს მაძლევდნენ
მეორე დილით მოვიდა ქალი- ამაყენა, გამატარა
მერე დამაცვინა და ვივარჯიშეთ რომ მუცელი არ დამრჩეს.
მასწავლა რამდენიმე ვარჯიში, რომელსაც სახლშიც ვაკეთებ როცა მინდა
ყოველ დილით მიტარდებოდა პროცედურები, თან ექიმი ამოდიოდა, ამოწმებდა საშვილოსნოს შეკუმშვას და ერთი აკერი რომელიც მქონდა როგორ მდგომარეობაში იყო
დამავიწყდა და ჩავამატებ..
ყოველ დილით შემოდიოდა მასაჟისტი და მიმოწმებდა მკერდს.
როგორი თავები მქონდა,მქონდა თუ არა ხსენი,როგორ ვაჭმევდი
დილას და საღამოს მიკეთებდნენ საშვილოსნოს შესაკუმშ ნემს, რომელიც მარტო პირველ გაკეთებაზე მომეჩვენა მწარედ.
გამოწერის წინა ღამეს გამიკეთეს ექოსკოპია რამე ხომ არ იყო საშვილოსნოში.
რაც შეეხება ყურადღებას.. ძალიან ხშირად შემოდიან და გეკითხებიან რამე ხომ არ გინდა?
თუ დაუძახებ შემოდიან იმწამსვე,არიან ძალიან თბილები, სულ დედითი მელაპარაკებოდნენ
ექიმიდან დაწყებული სანიტრით დამთვარებული ყველა გეხმარება და გიცინის..
ყველამ იცის თავის საქმე და არ ეზარებათ არაფერი.
ამირანი შემოვიდა ჩემთან რამდენჯერმე და მიკითხა როგორ ვარ

ღამე შეგიძლია დერეფნში გახვიდე და იჭორაო

თუ გინდა
რაც შეეხება ბავშვს
პირველ დღესვე მომიყვანეს რადგან 2 საათში კარგად ვიყავი, ვაჭამე, ეძინა ჩემთან და მერე წაიყვანეს გამოსაცვლელად.
არ სჭირდებათ იმის შეხსენება რომ წაიყვანონ და გამოუცვალონ.
ღამე 12თვის ვაჭამე ბოლოს და დილით 6ის მერე მომიყვანეს
ღამე ჭამდა ერთხელ ჰუმანა პრეს-რადგანაც ჯერ მქონდა მარტო ხსენი,ღამე რომ დაგიტოვოთ მაინც არ ეყოფა და უნდა იტიროსო (მარიკო სულ ტიროდა და ცუდად მახსოვს)
ამიტომ ჩემი ბოთლი გამომადგა
მეტა: სნოუ - ბოთლი წაიღე
დააწერეს რომ ჩემი იყო და იმით აძლევდნენ ღამე
დღე მარტო ძუძუს ვაძლევდი.
მეორე დღეს პალატაში მყავდა როცა ვიღაც ქალი შემოვიდა აპარატით(პატარა) და სმენა შეუმოწმა
ყბა ჩამომივარდა,არც ვიცოდი ეგეც თუ შედიოდა, მართლა გაამიკვირდა.
ასევე შეუმოწმებლად გადააგზავნეს ფარისებრ ჯირკვალზე
გამოწერის წინა დღეს გადაუღეს ნეიროსონოგრაფია, რომლის პასუხიც გამომატანეს.
ბავშვზე ამ ყველაფრის გაკეთება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია,
ამიტომ მე მიღირს 200 ლარით მეტი გადავიხადო და ერთ ადგილას გაუკეთდეს ყველაფერი.
მე ძალიან კმაყოფილი წამოვედი, რომ დავეტოვებინე 40 დღე მანდ გავზრდიდი ბავშვს

:D
This post has been edited by Take_Off on 6 Jul 2011, 17:20