ვიწყებ ჩემი შთაბეჭდილებების წერას ემბრიოზე

პირველ რიგში პერსონალი - სუპერ, რასაც ქვია!!! ნუ მე ვინც ვნახე ამ სამი დღის განმავლობაში ყველა!!!! მამშობიარა ზაზა ავალიანმა, თუმცა მშობიარობისთვის ჩემმა ექიმმა გია თევდორაშვილმა მომამზადა, (ეს ნუ ცალკე თემაა რომ არის ყველაფერი დადებითის ეტალონი ჩემთვის საოცარიი ადამიანი და ფანტასტიური ექიმი, ყველას ვურჩევ, ვისაც რამე გინეკოლოგიური პრობლემა და ამავე დროს ლოდინის ნერვები აქვს

, მაგრამ ისე მოხდა რომ გია თბილისში არ იყო და ზაზამ მამშობიარა.
შემხვდა უსაყვარლესი და უმაგრესი ბებიაქალი ლელა, ესეთ პატარას ამხელა გამოცდილება და შესაძლებლობები საიდან აქვს მართლა მაინტერესებს. ტკივილების დროს გევრდიდან არ მომშორებია, ყოველ 15 წუთში ბავშვის გულისცემას ამოწმებდა და ბავშვიც მაგან გამოიყვენა

თავად კლინიკის დირექტორზე ზაზა ავალიანზე არც ვიცი რა ვთქვა: ეგ რო არ ყოფილიყო იმ ღამეს არა ვიცი რა მეშველებოდა, მოვლითი ტკივილები არ მქონდა ძლიერი, ამიტომ არც მიფიქრია გაუტკივარება და ბოლო ნახევარი საათი ჭკუიდან ავიწიე უკვე, იმდენად ცუდად გავხდი რომ მაგიდაზე მეძინებოდა ტკივილებს შორის

საშინლად სუსტად ვიყავი და ვეღარ ვიჭინთებოდი და ზაზა ძაან დამეხმარა, დამეხმარაც არ ქვია ამას, გადამარჩინა ფაქტიურად. ბლოკში შეყვანიდან
ნახევარ საათში უკვე გავაჩინე, კიარადა გამაჩენინეს

ნუ რა თქმა უნდა მეორე წამშიც კი აღარ მახსოვდა ეს ტკივილები

სამშობიაროს ზოგადად მაღალ ქულაზე შევაფასებ: ძაან ყურადღება ყველა მიმართულებით: სისუფთავე, კვება, ყურადღება. მიუხედავად შაბათ-კვირისა, უამრავჯერ შემოდიოდნენ და მეკითხებოდნენ რამე ხომ არ მჭირდებოდა, ბავშვს სინჯავდნენ, უცვლიდნენ, ტაკოს ბანდნენ... მე სიცხეს მიზომავდნენ დღეში ორჯერ...,4 ჯერადი კვება, სანიტრებიც კი ისეთი საყვარლები არიან, მშობიარობაზე ვინც ესწრებოდა ის სანიტარი მართლა შემიყვარდა <3, სახელი არ მახსოვს ჩემდა სამარცხვინოდ ....ნუ რავიცი, ერთი უკმაყოფილების საბაბი არ მქონია, და ამიტომ ძაან დიდ მადლობას ვუხდით ემბრიოს მე და ჩემი ბიჭო

ხო, რაც მთავარია ძაან დაბალი ფასებია ასეთი მომსახურების ფონზე: ლუქსი და პერსონალური ექიმი 1000 ლარი დამიჯდა მხოლოდ.
მოკლედ ჩემი ბევრი პლუსები სამშობიაროს და მის პერსონალს
აი ასეთი ბედნიერი წამოვედი, იმედია მალე მივბრუნდები