ლუქსში ტყავის დივანი დგას

და ჩვეულებრივში ორი საწოლია,ერთი მშობიარესთვის და მეორე ოჯახის წევრისთვის.
შევეცდები მოკლედ დავწერო ემბრიოზე ჩემი შთაბეჭდილება და მერე თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება უფრო დეტალურად გავიხსენებ და გიპასუხებთ.
Meta:
Molly_Hartleyპირველად მივედი მეანთან (არსენ ონიკაშვილი) გასასაუბრებლად. მე მინდოდა ძალიან საკეისრო,თუმცა ოფთალმოლოგის დასკვნაში პირდაპირ ჩვენება არ მეწერა და ვფიქრობდი ეხლა რომ ჩვენების გარეშე საკეისროზე უარი მითხრას დავუგრუზები თქო... გადახედა გაცვლა-გამოცვლის ბარათს,გამომკითხა ბოლო მენსტრუაციის თარიღი და გამოთვალა მშობიარობის სავარაუდო თარიღი. მე აქ უკვე შევაპარე ჩემი შეკითხვა,შემიძლია თუ არა მოვითხოვო საკეისრო კვეთა. მან ფიზიოლოგიური მშობიარობის სიკეთეზე ყოველგვარი დამოძღვრის და სულში ხელების ფათურის გარეშე მიპასუხა, რომ ეს ჩემი უფლებაა და თუ მე ეს უკვე გადავწყვიტე პრობლემა არაა. აქ ჩემს თვალში უკვე პირველი პლიუსი დაეწერა ჩემს მეანს.
დავთქვით თარიღი.
10-ში დილით ძალიან ამაღლებული განწყობით მივედი ემბრიოში. იქ შემხვდნენ არანაკლებ განწობაზე ემბრიოს თანამშრომლები. სანამ საბუთებს ავსებდა იქ მომუშავე გოგონა,მე გამოვიცვალე, ამწონეს და იქიდან გამომდინარე რომ ოყნა სახლში მქონდა გაკეთებული გადამიყვანეს სტაციონარში.
კიდევ ერთი პლუსი არის იმაში,რომ მთელი წინასაკეისრო ანალიზები არის ერთი კათეტერის ჩადგმა ვენაში,ამიღეს სისხლი და დამიდგეს წვეთოვანი. პლუს რაღაცა ფურცელი მომცეს შესავსებად,რა და რა მაწუხებდა ორსულობაში. ექთნები შემოდიოდნენ და გადიოდნენ,აბსოლიტურად ყველა იყო თბილი და კეთჳლგანწყობილი,რაც ჩემთვის იმ წუთას ძალიან მნიშვნელოვანი იყო,მე გადასარევ ხასიათზე მყოფს იქ რომ უჟმური ხალხი დამხვედროდა,ნამდვილად არ მექნებოდა ის განწყობა რაც მქონდა. მერე შემოიყვანეს კიდევ ერთი გოგონა,ჩემს მერე უნდა გაეკეთებინა საკეისრო და იმასაც ამზადებდნენ,გოგო და ბიჭი ყავდა ტყუპები მუცელში,დავდნი რომ გავიგე

იმას ძალიან ეშინოდა საკეისროსი და მე რომ ესეთი მხიარული მნახა ცოტა ამოისუნთქა,დამაბარა რომ გამოხვალ მომიყევი რა ხდებაო

გამიყვანეს საოპერაციოში და ამიყვანეს მაგიდაზე,სადაც ანესთეზიოლოგი მელოდა. მე პირველად ვიყავი საოპერაციოში და ცნობისმოყვარეობით ვკვდებოდი რა რა იყო ყველაფერი გამოვკითხე,ყველაფერი ამიხსნეს და ჩემი ცნობისმოყვარეობაც დაკმაყოფილდა. მაქებდნენ და მამხნევებდნენ,შენ რა მაგარი გოგო ხარო,აი ყველა ასეთი განწყობით უნდა იყოსო. ვიქნებოდი კარგ განწყობაზე აბა რა იქნებოდა,სტაციონარში წოლისას ერთი გოგოსი ისეთი ვაი დედა მესმოდა გვერდზე ოთახიდან,რომ პირჯვარი გადავიწერე და მივხვდი რმ სწორი არჩევანი გავაკეთე საკეისრო რომ ავირჩიე (ჩემი ნერვებიდან გამომდინარე). ანესთეზიოლოგი იყო არაჩვეულებრივი პიროვნება. ყველა ნაბიჯს გიყვება რას გიკეთებს ეხლა და რაც გააკეთებს მერე. დამსვა საჭირო პოზაში და გამიკეთა ნემსი,რომელიც საერთოდ ვერც ვიგრძენი. მითხრა რომ ეხლა ვიგრძნობ სითბოს წამოსვლას,ასეც მოხდა და სანამ გრძნობა ჯერ კიდევ მქონდა ფეხებში მაგიდაზე დავწექი. ეხლა შარდის ბუშტში კათეტერი უნდა ჩაგიდგათო,აქ უკვე დავფრთხი,ჯერ იმ წუთას გაკეთებული მქონდა ანესთეზია და მეგონა ჯერ არ მექნება გაყუჩებული თქო,ეგ მტკივნეულია მეთქი? და როგორც ამის ჩადგმას იგრძნობ ,ისე იგრძნობ ოპერაციასო,გამიკვირდა როცა დავინახე როგორ მომიხარეს ფეხები,ჩემდა გასაოცრად უკვე ვეღარ ვგრძნობდი მათ,კათეტერი ჩაიდგა ისე რომ შეხებაც ვერ გავიგე საერთოდ. მარცხენა ხელზე წვეთოვანი მედგა,მარჯვენაზე კი წნევას მიმოწმებდნენ ეკრანზე. მოვიდა ბატონი არსენიც,არანაკლებად ამაღლებული განწყობით და ძალიან გაუხარდა ,როცა ჩემი გაბრწყინებული სახე დაინახა. ერთი სული მაქვს მეთქი,როდის გავიცნობ ჩემს პატარას და ისე მიხარია,ვერც გადმოვცემ თქო. ხოდა მივხედოთ საქმესო,ამასობაში იქ ანესთეზიოლოგი და გოგონები კიდევ ვინც იყვნენ საოპერაციოში მესაუბრებოდნენ,ვიცინოდით,ვხუმრობდით. არსენი მეკითხება,გარეთ რომ არიან იქიდან დედაშენი რომელიაო.მეთქი ორი ქალი ხო ზის და პუტკუნა დედაა მეთქი და გამხდარი დედამთილი თქო, გამომხედა გვერდიდან და აუტყდა ხარხარი, ყოჩაღ შენო,ასეც უნდა იყოსო დედამთილი გამხდარი უნდა გყავდესო

)) მერე რაღაცა ცოტა უსიამოვნოდ ვიგრძენი თავი,აი გული რომ ცუდად გაგიხდება და ვთქვი რასაც ბგრძნობდი, ეგრევე რაღაცა დაამატეს წვეთოვანში და 2 წუთში გადამიარა მაგ უსიამოვნო შეგრძნებამაც. თავს აბსოლიტურად დაცულად ვგრძნობდი. ასევე მესიამოვნა ის უშუალო სიატუაცია რაც შემიქმნეს. უცებ არსენი მეკითხება,რაო რას გეუბნებიან შენი პატარა გოგოა თუ ბიჭიო, მივხვდი უკვე ჩემს მუცელში ქონდა ხელი შეყოფილი და პატარა უნდა ამოეყვანა,და მეთქი ამბობოენ ბიჭია და მოდი აბა ვნახოთ ვინაა თქო და უცებ ფარდით ზევით დამანახა ჩემი კაცუნა. რომ შემძლებოდა სიხარულისგან წამოვხტებოდი და სირბილს დავიწყებდი,შენ შემოგევლე მეთქი ერთი ამომხდა და მუცელში ვიგრძენი საოცარი სიმსუბუქე,პაწიას ეტყობა არ მოეწონა მყუდროება რომ დავურღვიეთ და მორთო ტირილი,მაგრამ მალევე გაჩუმდა, მერე მომიგორეს 2 წამით,ფეხი გააწევინეს და მისი მამაკაცური ღირსება დამანახეს და გააგორეს მოსავლელად,მალე მოგიყვანთ უკანო. ვიწექი და ვფიქრობდი, რა მაგარია,საოცრად კომფორტულად ვიმშობიარე..ვინც რა უნდა თქვას მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი არჩევანით. ბატონმა არსენმა გამიკეთა პლასტიკური ნაკერი და გამაგორეს უკან სტაციონარში,სადაც დამფრთხალი ტყუპების დედა მელოდა. რომ დამინახა უფრო მეტად გაბადრული და გახარებული,კიდევ ერთხელ ამოისუნთქა და წავიდა თავის ბარტყებთან შესახვედრად.
სტაციონარში ერთი ის იყო, რომ მოვიწყინე,ბაიას მოყვანაც დააგვიანეს,რა მეკეთებინ არ ვიცოდი,კიდევ კარგი კარები ღია იყო და კორიდორში გამვლელ-გამომვლელებს ვათვალიერებდი. მობილური მაინც შემეტანა,გავერთობოდი და ჩემებს დაველაპარაკებოდი. მერე როგორც იქნა მომიყვანეს ჩემი ბარტყი,დავათვალიერე ყველა ნაკვთი,დანარჩენი გაკოჭილი ჰქონდა,ვერ მივამსგავსე ვერც ჩემს თავს და ვერც ჩემს მეუღლეს,ვერც ეხოს ფოტოს

)) ერთი გაფიქრება ვიფიქრე სხვაში ხო არ აერიათ და სხვისი ბავშვი ხო არ მომიგორეს მეთქი

)))))) მერე ვიგრძენი წიწკვნა ქვევით და ცოტა ცოტა ტკივილში გადამივიდა, ექთანმა გამოიარა ამ დროს და ვთხოვე გამიყუჩეთ თუ შეიძლება მეთქი. 5 წუთში ეგ ტკივილიც აღარ იყო,გადამიყვანეს პალატაში და დედაც შემოვიდა.
მნახველებს რაც შეეხება, ერთ შეშვებაზე უშვებენ მხოლოდ ერთ ადამიანს. პალატები არის მოხერხებული,იმით რომ საწოლები შეგიძლია ამოძრავო პულტით სურვილისამებრ. ღამე მე მაღლა ვწევდი საწოლს,რომ ბავშვის სახე დამენახა თუ წამოიჭუჭყუნებდა ისე რომ წამოწევა აღარ მჭირდებოდა,რაც ახალი ნაკეისრალისთვის მნიშვნელოვანია.ასევე ჭამის დროს,საწოლის თავს ვწევდი და თითქმის დამჯდარ პოზიციაში ვაჭმევდი ბავშვს. ნუ პერსონალური აბაზანა ალბათ ყველგანაა და დიდ ყურადღებას არ ვამახვილებ. მე არ ვიცოდი ბავშვის საფენების გამოცვლა და ტემპერატურაც არ იყო საიმისო რომ გამეხადა ბავშვისთვის,თორემ პალატაში ასევე არის ონკანი და გვერდით მოწყობილი ბავშვის გამოსაცვლელი ადგილი.
ასევე საწოლის გვერდით მოთავსებულია ღილაკი,რომლითაც შეგიძლია გამოიძახო სანიტრები რამდენჯერაც გინდა.სიმართლე გითხრათ მე იქ უკმაყოფილო სახე არ მინახავს პერსონალისგან. ერთი მინუსი ისაა,რომ არის ზოგი ცვლა,რომლებიც გეტყვიან ეხლავე და გადის ერთი საათი და არ ჩანან,მაგრამ ნუ ეს ყველას არ ეხება. მუშაობენ ძირითადად ახალგაზრდა გოგოები, მე პირადად სიმპათიით განვიმსჭვალე მათ მიმართ.
რაც შეეხება ბავშვის მოვლას. პედიატრები არიან იაშვილიდან,ღმერთმა არ ქნას და თუ რაიმე პრობლემა შეექმნება პატარას კარებს გააღებ და უკვე იაშვილში გყავს და თან იქაც და აქაც ერთი ექიმი ეყოლება ბავშვს. გასინჯვით სინჯავენ ძალიან კარგად, „პა ვსემ პრავილამ“ რომ იტყვიან, თუ გინდა გაიყვან დღე-ღამეში ათჯერ გამოსაცვლელად,ან კვება არ ყოფნის,ან გაზები აწუხებს ბავშვს, ყველაფერს გიკეთებენ ლიმიტების გარეშე. ძალიან ბევრი რჩევა მივიღე და ვისწავლე სამშობიაროში ყოფნის დროს.
მოკლედ მეტი რა ვიცი არ მახსენდება რომ დავწერო,თუ ვინმეს რაიმე შეკითხვა ექნება ვუპასუხებ მერე.