kesooo1. ერთკაციანში ვიყავი - გირჩევ ყველანაირად, ზარი მქონდა თავთან და როგორც უკვე
გითხრეს, ერთკაციანები ექთნების ოთახთან არის, რომც არ გინდოდეს დარეკვა,
რომ მიდი-მოდიან ექთნები ოდნავ ხმამაღლა დაძახებასაც გაიგებენ.
(იმ საღამოს, სანამ ავდგებოდი წყალი მწყურდებოდა და ცხრაჯერ მოვატანინე

)
2. აბაზანაში მოუხერხებელი არის ის, რომ უბრალოდ პატარაა, თორემ ის ფაქტი, რომ
პიდაპირ ტრაპზე დგახარ ჩემ თვალში პლიუსია, იმიტომ, რომ აბაზანაში გადახტომა-გადმოხტომა
ცოტა რთული იქნება ახალი ნამშობიარებისთვის. რეზინის შლოპანცები წაიღე და დაბანას მოახერხებ.
6-ზე ვიმშობიარე, საღამოს 9-ზე ავდექი და ლაითად მოვწესრიგდი უბრალოდ აბაზანაში, ექთანი დამეხმარა,
მეორე დილით უკვე შევედი და თავიც დავიბანე

3. გაგუაში თავიანთი პერანგები არ აქვთ, შენი უნდა წაიღო. რამე სულ უბრალო იყიდე, რომ გადაგდება
არ დაგენანოს. მე ეგრევე მოვისროლე. რაც შეეხება პიჟამოს, ნაკეისრალები უფრო გამოიყენებენ, თუ ნაკერი გექნა (ღმერთმა არ დაგაჭირვოს)
დაგიმუშავებენ ხოლმე და პერანგი უფრო კომფორტულია, აიწევ და ვსო. თორემ სხვა არაფერი, თავისუფლად შეგიძლია ჩაიცვა ასეც და ისეც
და მთავარი, თუ ვინმემ არ მოგაქცია ყურადღება, დაუძახე არ შემოვიდა, ზარი დაურეკე არ შემოვიდა
ან რაიმეთი უკმაყოფილო იქენი, არ დაჯდე ჩუმად, დასჯილი ბავშვივით

უთხარი ან ნანულის, ან გაგუას, რომელიც დილაობით შემოგივლის ხოლმე.
მე რო იქ ვიყავი ნანული დარბოდა ოთახიდან ოთახში და ყველას ეკითხებოდა რაიმეთი
უკმაყოფილო ხომ არ იყვნენ.