ახლა ცოტაც შევხედოთ რა მოხდება, როგორც ნონამ მთხოვა თუ გიოს საქმეს მოვუგვარებ, მაშIნ ტყუპებიანად დედასთან გადადის სულ. ყველანაირად ვცდილობ და მგონი გამოდის კიდეც.
ჩვენ რაც შეგვეძლო ძირითადი ამოვწურეთ უკვე პტარები სიკვდილს გადარჩნენ და 6 თვემდეც მშვენივრად მოპუტკუნებულები მოვიდნენ. ჯანმრთელობის პრობლემებიც თქვენი გულისხმიერებით და ჩემი ახლობელი ექიმის დახმარებით ყოველთვის უგვარდებათ
ახლა უკვე ფაფა, სუპები და ნელ ნელა სხვა რაღღცეებიც შეიძლება . პიტნის ჩაი და შიმშილით სიკვდილი უკვე გამოირიცხა. თუ დედასთან გადავა იქ ასე თუ ისე ოჯახია, ბოსტანიც აქვთ და საქონელიც როგორც ვიცი. დამხმარე ორი დაც ჰყავს სახლში ასე რომ უკვე თAვისით გაქაჩავს. თან თუ ქმარს გაშორდება მარტოხელა დედის სტატუსით დახმარებაც მეტი ეკუთვნის და შეიძლება ბინაც მისცენ.
თუ ასე არ მოიქცევა და ისევ იქ დარჩება იმ იმედად რომ უფროსი ორი იმ სახლს მიაბარა და ტყუპებზე გაუთAვებლად დახმარება მოვა , ეგრე არ ივარგებს აშკარად......
სიკეთე ერთია მაგრამ საზღვარი ყველაფერს უნდა ჰქონდეს.
გესმით ალბათ რასაც ვგულისხმობ.
სწორდ გამიგეთ მე უკვე საკმაოდ ხშირად ''იძულებით'' მიწევს ხოლმე იმაზე მეტის კეთება რაც ჩემს ძალებს აღემატება და რბილად რომ ვთქვათ ცოტა ''უხერხულად'' ვგრძნობ თავს.
შეიძლება უხეშად ჟღერს მაგრამ არ მიყვრს როდესაც ნებსით თუ უნებლიედ ჩემი გრძნობებით მანიპულირებენ
მოკლედ გიოს ამბები ბოლომდე რომ მოგვარდება გეტყვით და მერე პერიოდულად კეთილი ნებით ''თAვისუფალი რეჟიმით '' ვისაც სურვილი ექნება შეიძLება ხოლმე მოკითხვა და დახმარება, მაგრამ სისტემატიურად ჩვენს ''კისერზე'' ჩემი აზრით ვეღარ იქნება და აღარც უნდა იყოს.
პს. გაიხარეთ ყველამ ერთად ამხელა სიკეთისთვის. თქვენ ვერც კი ხვდებით რამხელა სქმე გააკეთეთ. ორი ადამიანის სიცოცხლე იხსენით და ხელი შეუწყეთ მათ ''უსაფრთხო'' ასაკამდე მოყვანას.
ღმერთმა ასმაგად დაუბრუნოს თქვენს შვილებს ეს მადლი
This post has been edited by agr_bak on 30 Jul 2011, 01:10