kakuniko
არის!
"დააა... რა უნდა მეკითხა, მოგწონდა ის კაცი? "
სადღაც ხის ძირას ჩამოჯექით , ყვავები დაფრინავდნენ და ჩხაოდნენ . ძლივს შესამჩნევად ბინდდებოდა.
"რომ მომწონებოდა, აქ არ ვიჯდებოდი"
"აბა რას იზამდი? თავის საცოლის გვერდით დაუწვებოდი? "
"საცოლემდე აღარ მივიყვანდი საქმეს. კაი კაცსაც არ გაუხდება საქმე დასამალად " -თვალი ჩავუკარი .
" ინტრიგნული, ქალური, სისინა სიტყვები არ მაბრაზებს. ნახე, გახედე იქით. ეგ მყინვარწვერია"
მთა ქათქათებდა თეთრად .
"ბავშვობაში სულ აქ ვიყავი. დედის მშობლებთან. დედაჩემი მშობიარობის შემდეგ დაიღუპა, სისხლის მოწამვლით. ძმა დამრჩა. მე ექვსი წლის ვიყავი. სამშობიაროში მიმიყვანეს... დედას ყვავილები მივუტანე , მაისი იყო. ბევრი არაფერი მახსოვს. აქ დაასაფლავეს. თვითონ უნდოდა ასე"
ძალიან მინდოდა , რაღაც მეთქვა და ვერ ვამბობდი, თოვლის გუნდა მეჭირა და უაზროდ ვაპრიალებდი ხელით. თითები წამძვრა.
გულაღმა გადაწვა .
"ჰო, კიდევ ის მახსოვს, ავად რომ ვიყავი... ლოგინთან მეჯდა, ზამთარი იყო და ზღაპრებს მიკითხავდა. ის წიგნი შენახული მაქვს "
შებინდებულზე სახლში დავბრუნდით, ცეცხლი დაანთო და ძველი ჟურნალები გამოიტანა . ვკითხულობდით , ვეწეოდით, ყავა მოვადუღე ძველ ჩაიდანში. ტახტზე პირქვე იწვა , მე გვერდით, პატარა სკამზე ვიჯექი . ხელის გაწვდენაზე საფერფლე ედო . დიდი სიამოვნებით ვაკოცებდი ზედ ჩემს ცხვირწინ გადმოშვებულ ხელის მტევანზე.
გარეთ ქარი აჯაჯგურებდა კარებს.
ცეცხლი მინავლდა, ტახტი დამითმო და სავარძელი გაშალა თავისთვის.
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno