ღამე ისევ გამაღვიძა.
წამოვჯექი, შუქი ავანთე : "გაწუხებს რამე? თვეებია, წესიერად არ მძინებია "
"ბოდიში. აი, იცი რა მაინტერესებს? "
"რა გაინტერესებს, აბა... "
თავი ჩაღუნა: " გული უმუშავებს? "
" კი. ხვალ წაგიყვან და მოგასმენინებ,გაჩვენებ "
თავი მოიფხანა .
"დაწყნარდი? "
შუქი ჩავაქრე, გადავბრუნდი.
ისევ გამაღვიძა. ჩაცმულ-დახურული , აფორიაქებული მედგა თავზე.
"მოხდა რამე? "
"წამოდი რა, ახლავე მაჩვენე"
აზრი აღარ ჰქონდა არაფერს. ვერ გადაათქმევინებდი. ჩავიცვი. რაღაც მომახურა, სიგარეტს მოუკიდა, კიბეზე ჩარბოდა , საფეხურებს ახტებოდა.
სამშობიაროში წავედით. მიმღებში გამომეგებნენ: "რა გჭირთ? დენა გაქვთ? "
"არაფერი არ მაქვს. წავიქეცი და..."
რამე ხომ უნდა მეთქვა.
ექოსკოპიაზე ჩემი ექიმი დამხვდა. გაიღიმა, გაიცინა, თავი მოიქექა, ბოლოს ალბათ მაინც ვერ მიხვდა, ეს რიგით რომელი მამა იყო და თავი დაანება ფიქრს.
სახე მოისრისა. გულისცემას მოუსმინა. ისტერიულად ამოიღო სიგარეტი.
"აქ არ ეწევიან"
"ბოდიში"
სიგარეტი მოჭყლიტა. ეკრანს უყურებდა აწითლებული.
ქეთუTake_OffMELO_MELOla ninaniniko09regenbogen
გაიხარეთ და გამრავლდით
This post has been edited by infinity-infinity on 9 Apr 2011, 22:42
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno