ლოგინიდან წამოვვარდი. სიჩქარეში ჩუსტები ვერ ვნახე, შიშველ ფეხებს ვაფათურებდი იატაკზე: 'არ დამტოვო"
" წამოხვალ? არ გეშინია? არ იდარდებ? "
"რას ვიდარდებ, რის მეშინია, თუ კაცი ხარ"
ამოიოხრა, სამზარეულოში გავიდა. წყლის ხმა მესმოდა.
მოწყვეტილი ფეხები გავათრიე: 'თუ ახლა დამტოვებ, თავს მოვიკლავ. არ გეხუმრები"
დიდხანს მიყურებდა, ისევ დამეწყო გაჭაღარავება ...
" კარგი, ჩაიცვი. არ შეყოვნდე"
ჩანთაში ბარგი ჩავყარე და გავატანე.
უაზროდ დავრბოდი, ფეხები მეხლართებოდა. კაბა გადავიცვი, პირი დავიბანე, სახლი დავკეტე და კიბე ჩავირბინე.
რაღაც მავიწყდებოდა.
გავჩერდი, დავფიქრდი.
რაღაც მავიწყდებოდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი....
აააჰ, გამახსენდა...
უკან ავვარდი, ზაურას ნარდის მაგიდა მოთამაშეებს ელოდა პატიოსნად... წამით შევყოყმანდი. მერე ხელი ჩავიქნიე, ამის დარდი მაინც არ მომასვენებს -მეთქი და კიბიდან ვიფრინე .
ჩავჯექი, გავსწორდი, გადმომხედა, თვალი ჩამიკრა, დაძრა და ეზოდან გავიდა უკუსვლით.
"უკან საჭმელია" -მომიბრუნდა .
გამეცინა, პარკებს გადავწვდი. მართლა მშიოდა.
"სად მივდივართ?"
"ფიჯიზე" -თავი გადააგდო და ისე იცინოდა-"რა იყო, ვლადიკავკაზს ხომ არ ელოდებოდი..."
მგონი უკვე ვთქვი, რომ სიცილი ჯოჯოხეთურად უხდებოდა.
The end
This post has been edited by infinity-infinity on 9 Apr 2011, 23:35
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno