DOLPHIN
gvaskakatka
დედამ ფუნთუშები ამოალაგა.
ხელი გაიწოდა, თბილმა სურნელმა თავბრუ დაახვია. იმ ხელზე დაიხედა, მაჯა ჰქონდა ჩაპუტკუნებული და მძლავრი. უკან გამოსწია.
"როგორ ხარ , გოგო, სად არის ჩემი სიყვარულებიო, სადოოო? "
ბავშვი ამოიყვანა მანეჟიდან.
"როგორ არის გურამი, წნევები ხომ აღარ აწუხებს? "
მანანამ გადაიხარხარა: "ხო, წნევით უშვება ბოზებს, დამირეკეს და მომახსენეს"
სიდედრმა ტუჩზე იკბინა: "ღმერთო კი მომკალი"
შვილს გახედა, როგორ რეცხავდა ჭურჭელს, თეფშებს ღრუბელს უთხლაშუნებდა.
ახლოს გადაჯდა: "მომისმინე , დედიკო"
მანანამ ინტერესით გამოხედა, ისე აგდებულად, უზრდელადაც კი , გაწელა: 'ააააბააა, გისმენნნ"
"ახლა შენ რომ გაგიჟდე და გადაირიო, მოგებული ვინ დარჩება?" - ძაფს აგლეჯდა ხალათიდან. დედამ ისეთი ლაპარაკი იცოდა, კაცად რომ დაბადებულიყო, საუკეთესო მღვდელი დადგებოდა.
"ვინ დარჩება მოგებული? შემომხედე შვილო, შენ ხომ ჭკვიანი ქალი ხარ"
წყნარად დაკეტა ონკანი: "'ჭკვიანი გოგო აღარ , ხო? "
"ჭკვიანი ქალი, შვილო"...
"ხო, გოგო აღარ ვარ. არც ჭკვიანი ვარ..."
"აბა , რას ამბობ, დედა გენაცვალ..."
ხელი დაურტყა მაგიდაზე.
ოთახში გავიდა, კარადიდან რაც მოხვდა, ის ჩამოგლიჯა, ჩაიცვა.
დედა შეჰყვა: "რას აკეთებ? "
"ბავშვს მიხედე დედამისის დაბრუნებამდე"
ქმარმა ვაზის ფული მისცა წინა კვირას, შემოსასვლელში დასადგმელი ბრინჯაოს ვაზის. ფული ჯიბეში ჩაიდო და კარი გაიჯახუნა. გარეთ მზე ჩახჩახებდა/
nikmaikთავიდან მართლა ნახევარი უნდა
Busa-BUSKAაუ, რა კარგია
რა გოგო ხარ
This post has been edited by infinity-infinity on 11 Apr 2011, 13:19
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno