gvaskaPrincessიფიქრეთ სახელზე !
მე არ შემიძლია ეგეთები
ვაგრძელებ.
სკვერი გადაიარა, ბავშვები ქვიშაში თამაშობდნენ ნიჩბებით, მაღაზიასთან დიდი მანქანა-მაცივარი იდგა, ნაყინის. შეჩერდა, მაღაზიაში შევარდა და ნაყინი იყიდა, თხილებიანი, არაქისებიანი, შოკოლადმოსხმული. ტკბობით ჭამდა. კაბაზე დაიხედა, წინ ჰქონდა ელვა ქცედატანზე, შეიბრუნა, შარფი გაისწორა, ვიტრინაში ჩაიხედა. მოსწავლეები სკოლიდან ბრუნდებოდნენ, მძიმე ჩანთები ეკიდათ, დასიცხულები მიემართებდნენ სახლებისკენ, კიოსკში ჟურნალი იყიდა და ტაქსიში ჩაჯდა. ჯერ არ იცოდა, სად მიდიოდა. გმირთა მოედანზე ჩამოვიდა, იქ ახალი შადრევანი გაემართათ. გაუკვირდა, შეათვალიერა. გამვლელი გააჩერა:
'ბოდიში, ეს შადრევანი ახალია? "
იმან, ახალგაზრდა, კოხტა ბიჭმა გრძელი თმით, ინტერესით გამოხედა.
"არაა, უბრალოოდ, აი, დიდი ხანია, საქართველოდან ვარ წასული და..იმიტომ გეკითხებით"
"ეს შადრევანი ორი თვეა, რაც გააკეთეს"
" გმადლობთ. "
ზემოთ აუყვა კოსტავას, ტელევიზიასთან შეჩერდა. ერთადერთი, რაც ეცნობოდა, ლოგო და წამყვანების გაღიმებული სახეები იყო, სხვა ყველაფერი უცნობი იყო ამ ქუჩაზე. ახალი ბარები, კაფეები, სალონები, გასართობი ცენტრები, მაღაზიები... ერთ-ერთ სალონში შევიდა. გოგონა მიუახლოვდა ღიმილით: 'რას ინებებთ? "
"თმა უნდა შევიჭრა და შევიღებო"
"როგორ გნებავთ? "
"როგორც მომიხდება. რაც გინდათ, ის გამიკეთეთ" -ჟურნალი გაშალა და სარკისკენ აღარც აუხედავს.
თმა კონიაკისფრად შეუღებეს, უკან აუჩეხეს, წინ ლამაზად ჩამოუვარცხნეს. კმაყოფილმა გაილოკა ტუჩები. "წარბების გაკეთებას ხომ არ ინებებთ? კარგი სპეციალისტი გვყავს, ან მაკიაჟს..."
"ყველაფერს ვინებებ" - სავარძელში გადაჯდა, გაუღიმა, თმა შესწორა თითით.
"კეთილი. სანამ მოიცლის, ყავას მოგართმევთ"
სალონიდან გამოვიდა და მოეჩვენა , რომ ყველა მას უყურებდა პირდაღებული. ქვედატანზე დაიხედა, სასტიკად აღარ მოეწონა: "საერთოდ რატომ ვიყიდე ეს.." იფიქრა, იფიქრა და ვერ მიხვდა, რატომ იყიდა. იქვე მაღაზიაში შევიდა და გოგოებს დაუძახა: "იქნებ მომეხმაროთ? "
"რა გნებავთ? "
"ყველაფერი მნებავს"
საღამოს ისევ ნაყინი მიირთვა . ღია კაფეში იჯდა და პატარა კოვზს აწკარუნებდა ფიალაში, ნაცნობი შეხვდა : "ვაიმე, ვერ გიცანი!!! "
სიამოვნებისგან თავბრუ დაეხვა.
დაფიქრდა : "ახლა რაღა გავაკეთო? " ქუჩას მიუყვებოდა, ახალი ჩანთა მხარზე ჰქონდა გადაკიდებული, ჩანთაზე ჟაკეტი დაჰკონწიალებდა. აბრას დააკვირდა, დიდი ასოებით ეწერა:
" ცხელი ტურები ყველა მიმართულებით"
კარი შეაღო. პირველივე გოგონასთან მივიდა და ჩამოჯდა.
გოგონამ ღიმილით შეხედა გემოვნებიან ქალბატონს და ჰკითხა:
"რას ინებებთ? "
"მოგზაურობას "
"სად ? "
დაფიქრდა, შუბლზე მიიდო თითები. მიხვდა და გახარებულმა უპასუხა:
"იტალიაში!"
საღამოს ღიღინით შეხსნა კარი , ფეხსაცმლის ჭვინტით მიაწვა და ისე. საკუთარი თავით ისეთი კმაყოფილი იყო, გული ეპარებოდა კოლგოტებში. რძალი მოუთმენლად ელოდა ბავშვით ხელში. სამეცადინო ჰქონდა. გადახედა, ჩანთა მიაგდო და გაიზმორა: "მშია. საჭმელი რა არის? "
nobeაუ, მადლობა , დიდი მადლობა მართლა
უხერხულად ვგრძნობ თავს
დედის აზრი მითხარი მერე
This post has been edited by infinity-infinity on 11 Apr 2011, 14:00
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno