ერთ საათში ისევ გავჩერდით, ძილი თავს ართმევდა. ტირილისგან ყურები დამიგუბდა. რძესავით ბურუსი იდგა გზაზე. სავარძლები გადასწია , სახე თმებში ჩამიყო და დაიძინა . არ ვინძრეოდი, რომ გამოეძინა, და საერთოდ, შემეძლო ასი წელი ვწოლილიყავი ასე, სანამ არ დავბერდებოდი, მოვკვდებოდი, დავჭკნებოდი, გავხმებოდი ...
თბილისამდე ისევ ჩუმად ვიარეთ. შევეგუე. ცოტა ვჭამე კიდეც, წყალი დავლიე , სახე მოვიბანე. მოჭიმული იჯდა და გზას უყურებდა. ეწეოდა . სადღაც აფთიაქში შევიდა, ტკივილგამაყუჩებელი იყიდა. მეც დავლიე.
ქალაქი ისე მეუცხოვა , თითქოს პირველად ვხედავდი. ხამად ვუყურებდი ხალხს და მანქანებს. დიღმიდან სანაპიროზე ჩავიდა და გააჩერა. გამომხედა, იმდენ ხანს ვიჯექით ასე, მეგონა, გავჭაღარავდებოდი.
" რაო, შენი სამსახური სად არისო? "
გამოვშტერდი.
"რად გინდა? "
"მინდა ვნახო, სად მუშაობ. არ შეიძლება? "
"კი"
შენობის წინ, ხეების კორომთან გავჩერდით.
"ესაა, აქედან ჩემი სახლი ხუთი წუთის სავალზეა. მიმიყვანე და წადი"
ფანჯარაში გავიხედე.
"ცოტა ხანს მაცადე, იმ წყვილს მინდა, შევხედო"
"შეხედე , დატკბი... ათ-თხუთმეტ წუთში აქ იქნებიან"
წუთებს ვიხანგრძლივებდი.
ზუსტად ნახევარ საათში გამოჩნდა, იგვიანებდა , ისე კი, ჩვეულ ფორმაში იყო, უთოთი გადალესილი, ხელში ჩანთით, პატიოსანი მოქალაქის სხივით მადლმოსილი.
"მობრძანდება. მანდილოსანი თან არ ახლავს"
აღელვების დასაფარად რატომღაც დავამთქნარე . ახლა რამდენჯერმე შეიგინება, სახლში მიმიყვანს, პაჩი-პუჩი და ბაი-ბაი, ჩაო, კაკაო, თუ როგორცაა...
"არ გადმოხვიდე!"
კარი გააღო და გადავიდა
This post has been edited by infinity-infinity on 4 Apr 2011, 16:40
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno