cinclacoco chanel
გაზაფხული ძალაში შევიდა, დაცხა. ხალხი პარკებს მიაწყდა, ქუჩაში დადიოდა ბედნიერი ლაშქარი , მოსეირნეების, შეყვარებულების... ვმუშაობდი. ისევ დაბრუნდა ის დრო, როცა ყველაზე გვიანობამდე ვრჩებოდი ხოლმე სამსახურში და სხვის საქმესაც ვაკეთებდი, მადლიერ თანამშრომელთა რიგებმა იმატა. საქმე არაფერი მქონდა, არავინ მელოდებოდა...
შაბათ-კვირას ბავშვები დამყავდა ისევ გასართობად...
ექოსკოპიაზე სქესი გამოჩნდა, ბიჭი იყო. ჩემი ძმა გაბადრული შეჰყურებდა ეკრანს : "ვააჰ, რა კაცია!"
ექიმთან ყოველ მისვლაზე ისევ ჩუმად ვტიროდი.
ისევ ვიცმევდი ხუთი ზომით დიდ ხელთათმანს ...
მაისის შუა კვირას სამსახურში ვიჯექი და ყავას ვსვამდი შესვენებაზე. კაფეში არ გავდიოდი ხოლმე. ხალხის ჟრიამული მაღიზიანებდა და მძაბავდა. მძაბავდა იმიტომ , რომ ვხდებოდი, ეს შური და ღვარძლი იყო, ან რაღაც მსგავსი. უდანაშაული ხალხზე უსაფუძვლო გაბრაზება აბა რა იყო...
თანამშრომელი გოგო შემოვიდა და გამიღიმა: "უფროსი გიბარებს"
დათოსთან გავედი.
წამოხტა, სახე უცინოდა, ბავშვის ამბავი გამომკითხა.
რა გჭირს-მეთქი, ვკითხე.
ძალიან ბედნიერი ვარო და ძალიან დიდი იმედებით სავსეო . არასერიოზულად იქცეოდა, ბევრს ლაპარაკობდა, ასეთი არასოდეს მინახავს.
"გაწინაურებ " -დაბეჭდა და რეაქციას დააკვირდა.
გულწრფელად ვუთხარი, ჩემთვის სულერთია-მეთქი.
"პასპორტი მომეცი , თვის ბოლოს მივლინებაში მივდივართ" -ისევ დააკვირდა რეაქციას.
მიხვდა, რომ არ მესიამოვნა და დაამატა: 'სულ ერთი კვირით. გაივლი,გახალისდები. გაყვითლდი სახლში ჯდომით"...
This post has been edited by infinity-infinity on 8 Apr 2011, 23:04
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno