მეც მოვედი

ორშაბათს საბა მიმყავს სისხლის ანალიზის და გულზე ეხოს გასაკეთებლად.
სამშაბათს აცრას ვუკეთებ პირველს.
დორბლიანია, დღეში რამდენ წინსაფარს ვუცვლი ვერ დათვლი რაა,
ხელებს პირში იტენის გამწარებული და იკრიჭება, კი არა და იღრძილება

მათე ჯერ კიდევ მუნჯიაა, რა მეშველებაააა
არადა 2.6 წლისაა, მაგის ტოლი ბავშვები ლექსებს ყვებიან,
ეს კიდევ ორ სიტყვიან წინადადებას ვერ ამბობს.
არადა ვერ ვიტყვი გონიერი არ არისთქო: ცეკვავს მუსიკის ხმაზე(სასაცილოდ მაგრამ მაინც)
სიმღერას ყვება, ანუ მელოდიას, თავის ენაზე.
წვნიანის გარდა საჭმელს თავის ხელით ჭამს, ვანაში გარბის ხელი თუ დაესვარა,
მარტო ძინავს თავის ოთახში უპრობლემოდ, კონტაქტურია, გეთამაშება, გეფერება,მაგრამ სიტყვები ვერაა
აუტიზმი გამორიცხულია 100%-ით, მარა რით ვერ ალაპარაკდააა ერთი რაა.
ტელევიზორი და დივიდი აქვს თავის ოთახში და დისნეის მულტფილმებს ვაყურებინებ,
ზოგი ინგლისურად, რუსულად და ქართულადაა, ამის ბრალი შეიძლება იყოს? 2-3 საათი უყურებს დღეში,
შEიძლება მეტიც.
ორი დღის უკან გოგო თქვა ერთხელ და მორჩა, მეტი ვარ ვათქმევინეთ.
ამ ასაკის ,,მუნჯი" ვინმეს ხომ არ გყოლიათ?
* * *
Ia-forumzeTabooახლა გადავავლე თვალი წინა გვერდებს, კიჭუნიებს გილოცავთ