ვინმე ღვთისნიერმა ამიხსნას კარგად, ზედა კბილების ამოსვლისას როგორ
ქონდათ შესიებული, საითა მხრიდან, მოთეთრებული იყო თუ არა და ყველაფერი რა.
რამოდენიმე დღეა ძალიან აღგზნებულია. დარბის გაუთავებლად
ჭოჭინით, ვერ გააჩერებ, თავის საწოლში თვალს გაახელს თუ არა ეგრევე წამებში ფეხზე
წამომხტარია და მოაჯირს ეჯაჯგურება, გეგონება ცხენს მიაჭენებსო. დღე იქნება ეს თუ ღამე
არ აქვს მნიშვნელობა. ღამე კი ძინავს, მაგრამ დილით ასე 6-7სკენ ოდნავ შეეღვიძება ხოლმე,
ადრე უბრალოდ სოსკის ჩადება უნდოდა და იძინებდა, ახლა თვალს გაახელს, წამოხტება და წავიდაააააა

მეც უნდა ავდგე, ჩავაწვინო სანამ გამოფხიზლდება, სოსკა ჩავუდო და შევაბრუნებინო.
ეგრევე იბრუნებს, მაგრამ ეს წამოხტომა მაგიჟებს, თვალს რომ გავახელ და ჩემი შვილი
ტარზანივით რომ დახტის საწოლზე.
საღამოს, 9:30 ან 10:00-ზე ეძინება, უპრობლემოდ, მშვიდად, ეტყობა დღე იღლება,
მაგრამ დღისით როგორც კი დავაწვენ ღნავილს იწყებს, აია აია აია. წეღან იმხელა
პირს აღებდა სოსკა მთლიანად ჩაიდო, ძლივს გამოვაცალე :lo:
თუ ეთამაშები გიჟივით იცინის და ხითხითებს, მაგრამ ქრონიკული მოუსვენრობა ჭირს.
კალგელი თუ აწყნარებდა ქვედა კბლებზე, ახლა ვერაფერს შვება, მაგრამ არც ვიცი სად წავუსვა,
წეღან კიდე ტიროდა, ეძინებოდა და კალგელი ამოვუსვი ზედა ღრძილებსა და ტუჩს შორის
რომ ადგილია, არ ვიცი რამდენად სწორად გავაკეთე, მაგრამ თითს რო ვუსვავდი 4 ამობურცული
ბურთივით მხვდებოდა და დავუმასაჟე. შედეგი მომცა, ეგრევე დაწყნარდა და დაეძინა.
ცოტას კიდევ დავაცდი და წავუყვან ისევ ექიმს, გავასინჯებ რა სჭირს.
ეს კბილები რაც არ უნდა იყოს ჯერ ამოსაჭრელად აშკარად არ არიან მზად,
მაგრამ ქვედებზეც ასე იყო, დაახლოებით 3 კვირა გიჟს გავდა, მერე დაწყნარდა და
1 კვირაში ამოჭრა