Voilaანტონიო ერთია მაინც
ნანე დაჯდა გაბრწყინებული, მეღსიო , თავი დაუკრა საზგადოებას და აი, რა თქვა:
"ორსაი და პომპიდუ ვერ ვნახე . ორსაი ეგრევე გამოვრიცხე, კლასიკური ნახატების გამოფენა იყო და რავი, აბა... აი პომპიდუს კი სიამოვნებით ვნახავდი, მოდერნ არტი მომეწონებოდა ალბათ..მარა წამოსვლის დღემდე გადავდეთ და 3-4 საათი რომ გვქონდა დარჩენილი, მაშინ მივედით, ხოდააა, რიგის ბოლოს საპოვნელად 1 კმ ვიარეთ, მინიმუმ, მაგხელა რიგი ვატიკანის მუზეუმის უფასო დღესაც არ იყო..
არა უშავს, უკან მისაბრუნებელი გზაც ხომ უნდა დაგვეტოვებინა "
სოფიო ყავას ასხამდა ფინჯანში და ვერც მიხვდა, რომ გადმოვიდა წყალი ფინჯნიდან, მერე ლამბაქიდან და ფუმფულა, კურდღლებიანი ჩუსტები დაუმდუღრა...
"ხოო, ეიფელი კაი იყო, რაც მართალი მართალია, ლამაზი რა..ლუვრი დამღლელი, ეგ ყველამ იცოდით ისედაც, ეგვიპტე დავათვალიერეთ ყველაზე ღრმად, წამოუზიდია ამ შამპოლიონს მთელი ეგვიპეტი, ტუალეტის ქვა აღარ დაუტოვებია მგონი .. ხო თან წარწერები ქონდა მარტო ფრანგულად, ალაოდ ხო არ არიან ეგენი? არც ერთ მუზეუმში არ მინახავს 1 ენოვანი წარწერები, კი იყო მერე რაღაც დაფები ჩალაგებული სადღაც, მარა ვის აქვს მაგის დრო და ნერვები დაიჭიროს და იკითხოს ერთიანად" .
სოფიო ცუდად შეიქნა. ერთი ის იყო, რომ ფეხის წვერები დაეწვა და მეორე-გული...
" ხოო, პარიზი თვითონ ლამაზია, ცენტრში, ძალიან საყვარელი შენობებია ყველგან, დაბალი, თეთრი, უცნაური ფორმის, ლურჯსახურავებიანი..
ვერსალშიც ვიყავით, კაი იყო, დიდი იყო, მდიდრული იყო, და ძალიან ძვირი იყო
ეხლა ქუჩის გასტრონომია: კრეპები საქს, ანუ უტკბილოები ვერ დავამუღამე და ნუტელასი უზომოდ მსუყე იყო ჩემთვის:| მაკარონებზე გავაფანატე (პირველად ვჭამე), ბუსტუღისა და ვანილის არიან მამები (ოლა ნანა, შენგან ვიცი ეს ბუსტუღი ), მარწყვის არ გასინჯოთ, ტყუილად დავკარგე ადგილი მუცელში "
სოფიოს გამოჩერჩეტებულ თავში უმალ გახმიანდა: "ტყუილად დავკარგე ადგილი მუცელში... ტყუილად დავკარგე ადგილი მუცელშიიიი.... მუცელში ადგილის დაკარგვა... ადგილის დაკარგვა "
ბოლოს ნანემ ნანახი და განცდილი შეაჯამა და დაასკვნა, პარიზს რომი სჯობიაო. მერე თვითონვე გაუკვირდა, ეს ორი რაღას შევადარე ერთმანეთსო და პირი გაეხა ყურებამდე.
კარადასთან მივიდა, გამომშრალი ორცხობილა გამოაძრო, აწონა, კალკულატორზე გადაიანგარიშა უცებ, პირში იტაცა და დაამატა: "ჰო, ვარჯიშზე დავიწყე კიდევ სიარული. ფული წინასწარ გადავიხადე, რომ დამენანოს და ვიარო იმ შემთხვევაში, თუ დამეზარა"
ფილმებზე ლაპარაკობდნენ ხშირად, ერთმანეთს ურჩევნდნენ და დაძინებისას, საკუთარ სახლებში, დივნის კუთხეში მიყუჟულები რომ უყურებდნენ ხოლმე, მეორე დღეს არჩევნდნენ:
" რატომღაც მეთი ვერ თამაშობდა ისე, როგორც სჩვევია"
"მე მომეწონა და რა ვიცი"
"იმ სცენაში, სავარძელში რომ ზის და წიგნს ფურცლავს , ვერ გავიგე, უცებ ცისფერი პერანგი როგორ ჩაეცვა , როცა თეთრი ეცვა? "
"რობერტს რას გაუგებ, ჩემო ელიკო"
"ეჰ, პერანგზე გამახსენდა და ნეტა ახლა დათოს პერანგები არ მქონდეს გასაუთავებელი...."
"ბოლოს როგორც მთავრდება, მოგწონთ? გაურკვეველი ფინალია"
"ეგრეც იყო ჩაფიქრებული ალბათ. თუ არ იყო ეგრე და გაურკვეველი გამოვიდა, მაშინ ვართ ცოდვა"
"ბავშვი ვერ დავაძინე ადრე და ვერ ვუყურე. გადამდგა წუხელ"
"კიდევ იღვიძებს? თბილი აბაზანა სცადე? "
"იმ ფილმს უყურეთ , გოგოებო, ენი რომ თამაშობს. სულ პარიზულ ღამეებს მახსენებს"
აქ სიჩუმე ჩამოვარდა და თავები მოაბრუნეს ველზე გაშლილი ფარასავით, ერთდროულად და დუნედ... მერე ვიღაცამ დაძრა ენა: "პარიზში, სამი თვე ქმრის უნახავი ფილმებს უყურებდი , ქალოოო? "
ნანემ საძულველი მწვანე ჩაი მოხრუპა , რომელსაც მისი აზრით მარიხუანას გემო დაჰკრავდა, თუმც გასინჯული არ ჰქონდა, გემოზე როგორი იყო ... გაიოცა მერე, მაშ ძილისპირულად რა გვეკეთებინაო და თვალი რომ ჩაუჭუტა სხვენის მთელმა დიაცობამ , გულზე მოეშვა, მიხვდა და სთქვა: "უჰჰ, თვენ რა გითხარით... ეგ თერთმეტი წუთი და დანარჩენი დრო? "
ხოლო აქ ბაიამ წვენი გადაიქცია, თეკომ დაიფრუტუნა და უტყვად გაჩერებულ ხათუნას ყავა მიაშხეფა, შეძრწუნებულმა სახლმმართველ ულუმ სიგარეტი ამოიღო და მძიმედ დაიქნია თავი, ხოლო სახლმმართველ ნარინმა იკივლა: "სოფოოოოო, მოდი, რა თქვა , ჩქარა!!!" თან ხარხარებდა .
This post has been edited by infinity-infinity on 20 May 2011, 14:39