ყველას , ყველას
და მაპატიეთ, გუშინ მეგობრები იყვნენ სტუმრად, 12-ზე გავაცილე. ბავშვი უყვიროდა, წადით, დამაძინეთო
აბაკიო შეუკვეთეს, სპაგეტი კრევეტებით, ახალი თევზი ნაღების სოუსით... ნახევრადმშრალ, თეთრ ღვინოს აყოლებდნენ და მანანა თბილისზე ფიქრობდა- სად ვიყავ და სად აღმოვჩნდიო... გურამის ფომფლო ბარძაყებში მიმწყვდეული წრუწუნასავით საყვარლის წარმოდგენა სასწაულად ამხიარულებდა. იმის გახსენებაზე კი, როგორ იკვებებიან ძეხვებით და შემწვარი კვერცხით წვნიანებსა და ნაირ-ნაირ სალათებს ნაჩვევი ოჯახის წევრები და როგორ დარბის ჩასვრილი ბავშვით ხელში მისი დარბაისელი მძახალი, სიხარულისგან ჩაიფრუტუნა.
საშა წამოდგა: "ვიცეკვოთ"
და იცეკვეს...
და სხვათა შორის , ძალიან მოხდენილად...
საშამ მისი ხელი აიღო. გული აუკანკალდა, ოღონდ ვერ გაიგო, კონკრეტულად, რისგან-აღელვების, შეცბუნების, მოულოდნელობის თუ მოსალოდნელობის გამო.
" მიხარია, რომ შეგხვდით" .
ვიღაცას უხაროდა, რომ მას შეხვდა! და ის ვიღაც თვლიდა, რომ ის იშვიათად კარგი მოსაუბრე და ძალიან მომხიბვლელი ქალია! და იმ ვიღაცამ გაუღიმა თავისი თვალისმომჭრელი , ნატურალური თუ არანატურალური ღიმილით, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს.
გარეთ , პარაპეტზე ჩამოსხდნენ და ქვემოთ , ოქროსფრად აბრიალებულ რომს უყურებდნენ ღამის წკვარამიდან. იმას დახვეწილი სუნამოს სურნელი ასდიოდა და თბილ ოხშივარს აფრქვევდა , სცხლოდა ალბათ პიჯაკში და მანანას სასტიკად სურდა ამ პიჯაკში გამოწყობილ მხარზე მიყრდნობა, თან ეშინოდა, ხელი არ მომხვიოსო.
სასტუმროსთან კარი გაუღო, ფრთხილად აკოცა ლოყაზე , უთხრა , რომ დაურეკავდა. პატარა ბავშვით ენერეგიულად აირბინა კიბე. თავის ოთახში შევარდა და ლოგინზე დაეცა. რა საოცარია! ორი საფეხურის ავლა ღლიდა ხოლმე.
შხაპიდან გამოსვლა ძლივს მოასწრო, რომ დააკაკუნეს და ლელა და თამრო შემცვივდნენ წითლად მზემოკიდებულები. ნიჟარებისგან გაკეთებული სუვენირი მოუტანეს, პატარა, ლამაზი გემი... ერთმანეთს ვერ ასწრებდნენ ლაპარაკს. ჩანთას ეცნენ, ყველაფერი მოუწონეს, ბიჭები შეაქეს დიდსულოვნად...
და მანანამ თქვა:
"შევხვდი!"
"ვის? "
პირდაღებულები შედგნენ. მანანამ გადაიხარხარა და ისევ ლოგინს დაასკდა. მერე ლელამ დაიკივლა და შემობზრიალდა, თამრო იცინოდა...
დაწყნარდნენ, ნიღბები დაიდეს ისევ. ლელა თვალებანთებული იჯდა ნოხზე:
"მომისმინე. თბილისში რას აპირებ? "
მანანამ მხრები აიჩეჩა. ფიქრიც არ უნდოდა, თბილისში რას აპირებდა.
" შენს ადგილას ვიყო, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, როგორც იტყვიან... გაყრაზე შეიტანე საბუთები, ქონებას შუაზე გაუყოფ და მოეწყობი გემოზე"
მანანამ შეხედა, მარტინის წრუპავდა. სმასაც რომ დაეჩვია? ჰიჰი...
" გავეყარო? ამ ასაკში? მერე რას იტყვის..." -ხალხიო, ვეღარ დააბოლოვა.
"მოიცა რა... დამიჯერე-მეთქი"
ლელამ თავისი ურიცხვი ფანქრები ამოალაგა და დათლას შეუდგა.
"შენ ეგ მითხარი, ამ კაცს, აიი, ეე... ხვალ რომ ისევ დამირეკოს, შევხვდე?"
ორივემ ერთდროულად დაატრიალეს თითები საფეთქელთან და მაშინვე დაეთანხმა: "ჰო, კარგი, შევხვდები, აბა რას ვიზამ"
ლელა ისევ თლიდა და ისევ ფიქრობდა. გამოერკვა, ნაფშხვენები თითით მოაგროვა და თქვა: " იმ კაცს ვეღარ ვეკოცნავები , სხვა რამეზე ზედმეტია ლაპარაკი!"
მანანამ აღტაცებით ასწია ცერა თითი: "დააშანტაჟე! აი, რა უნდა ქნა! ფულს გადაიხდის, ოღონდ ცოლ-შვილმა არ გაიგოს"
თავისი თავით იმდენად აღფრთოვანდა, დიპლომის დაცვის მერე რომ არ დასიზმრებია.
ახალი მიგნება მოეწონათ, მარტინი ჩამოისხეს, ჭიქები ასწიეს და აქ თამრომ თქვა: " ყველა საბუღალტრო ანგარიში ჩიპზე მაქვს შენახული. საგადასახადოს უნდა მივართვა "
წივილ-კივილი ატყდა. ჭიქები პირში გადაიმხეს და ფანჯარას გადაეყუდნენ. დაბლა სიყვარულით გაგიჟებული ბერიკაცი ჰკოცნიდა შილიფად ჩაცმულ ქალს. თენდებოდა უკვე....
This post has been edited by infinity-infinity on 20 Apr 2011, 11:32
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno