gvaskaვაი
მადლობა
დიდი მადლობა
წამოდგომა ისე გაუჭირდა, როგორც დიდი ხნის ცურვის და წყალში ლივლივის მერე ჭირს ხოლმე ნაპირზე ამოსვლა და სხეულის წონასთან ხელახალი შეგუება.
"ნუ ადგები. რა მოგიტანო? წყალი? "
თავი დაუქნია და დაწვა, მიაყურადა - მთლიანად ფეთქავდა, ყველა უჯრედში გრძნობდა სისხლის დინებას. საძინებელში იწვა, ძლივსძლივობით იხსენებდა, აქ რა დროს ამოვიდნენ... საფეთქლები მოისრისა, არაფერი არ ქენჯნიდა, არც სინდისი და არც... კიდევ რას უნდა ექენჯნა? თუმცა რაღაც სხვაც არსებობდა ადრე, სინდისს რომ აღშფოთების საფუძველი არ ჰქონდა ხოლმე, ის სხვა არ ასვენებდა. დღემდე ვერ გაეგო, რა ერქვა, საიდან მოდიოდა, რატომ ქენჯნიდა ხოლმე , თან იმის გამო, რაც დანაშაული არ იყო, სამარცხვინოდ არ ითვლებოდა... ახლა იმ სხვას ეძებდა და ვერ პოულობდა. სადღაც შემძვრალიყო, თითქოს იგრძნო, რომ მიუხვდნენ, ამდენი წლის ტყუილსა და კენწვლაში ამხილეს... თავისუფალი იყო სინანულისგან. არ ფიქრობდა, არ უკირკიტებდა, არ ეძალებოდა... წყალი დალია, მიეხუტა და მხარზე აკოცა . გული მადლიერებით ჰქონდა გასიებული, თითქოს მძიმე ტვირთი მოხსნეს ზურგიდან სრულიად უანგაროდ და ახლა ის კეთილშობილი ადამიანი ამაყიც იყო და კმაყოფილიც საკუთარი თავით, ოღონდ თავისთვის, ჩუმად...
როდის ჩაეძინა, ვერ გაიგო. მთვარის შუქით განათებულ გაფოთლილ ხეს უყურებდა ფანჯრიდან და ისე წაეკიდა რული, ვერც მიხვდა. გათენებისას გამოეღვიძა, ნამიანი სიგრილე იგრძნო მკლავებზე და თხელი საბნის ქვეშ ჩაძვრა კისრამდე, ლავიწთან , პატარა ღრმულში ჩაუყო გაყინული ცხვირი და ტკივილმა შესძრა-უნდა წასულიყო! მის გაუჩინარებას სანამ შეამჩნედნენ, იქამდე... არ აინტერესებდა, მაგრამ მაინც აწუხებდა, ისინი რას იტყოდნენ მასზე , ან რას იფიქრებდნენ. უფრო სწორად, მას კი არა, იმ მეორეს აწუხებდა, სინდისი რომ არ იყო , მაგრამ ქენჯნა ემარჯვებოდა/
* * *
*****
თამრომ ერთხელ გამოსცადა სიმთვრალე, ყვინჩილობის თუ ვარიობის ასაკში და ახლა , როცა ტბის ნაპირიდან მანქანისკენ მიემართებოდა, ის დღე გაახსენდა, ბევრი რომ დალია, საგნები რომ გაორდა და გასამდა, ფეხი რომ აერია, მერე რომ შედგა და გასწორდა და შეეცადა, სწორად წასულიყო , მაგრამ მაინც აერია ფეხი და ბოლოს თავი მიანება , რწევით წავიდა სახლში...
ჯოვანიმ დისკები გადაათვალიერა, შეარჩია, ღიმილით ამოხედა:
" ისე, არც მიკითხავს მგონი, დაა მოგწონს რომი? "
"განა შეიძლება არ მოგწონდეს? ვინმეს უთქვამს თქვენთვის ოდესმე, რომ რომი არ მოეწონა?"
ისევ გაიღიმა: "არა, არავის... ვენეციაში ყოფილხარ? "
"არასოდეს"
"მე ხვალ მივდივარ , დასვენების დღეებს იქ გავატარებ. მინდოდა, წამოსულიყავი, თუმცა ეს რომ შემოგთავაზო, იმდენს იფიქრებ, დასვენების დღეებიც გაირბენს და დავბერდები კიდეც "
ამაზე ორივეს გაეცინათ.
თამრომ გაბედა და შეხედა. რა გაბედვა ამას უნდოდა, მაგრამ უცებ რომ მოეხედა , გაწითლების პერსპექტივა იყო ნაკლებ მომხიბვლელი და მაინც ფრთხილად შეათვალიერა, ვითომ მის მიღმა ფანჯარაში იცქირებოდა. მუსიკას უსმენდა და არ ახსოვდა ქვეყანა-ცაზე არაფერი... ტაქტს ყვებოდა , საჭეს ურტყამდა რბილად თითის ბალიშებს. გადაწყვეტა და გაბედვა იყო ძნელი, მაგრამ გასაბედიც ხომ არაფერია, ფიქრისთვის დრო აღარაა... წვეულებიდან რომ მიდიან, მერე ახსენდებათ, ხოო , რომ იქ ბევრი გემრიელი საჭმელი იდო, კარგად ცეკვავდა მავანი ... უფასო სიამოვნებები არსებობს, უფასო და უბოროტო... და უმუშევრობაც არაა ისეთი მოვლენა, რის გამოც შეიძლება ეეე..,, იდარდო. დარდისთვის დრო აღარაა და ...
"გააჩერე!"
მოხედა, გააჩერა, გაკვირვებულმა აანთო სინათლე. თამროს თვალი არ მოუშორებია, ისე ასწია ხელი, სინათლე გამორთო და აკოცა. გრძნობდა , რომ იგუდებოდა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა, მაინც კოცნიდა , ის თმაზე ეფერებოდა ხელით და უკნიდან მანქანები ასიგნალებდნენ , საყვირის გამაყრუებელმა ხმამ და უწმაწური გინების კორიანტელმა კინაღამ მინები ჩამოამსხვრია. სასტუმრომდე თავი არ აუწევია , რამ გამაცოფაო, ამასღა ფიქრობდა...
გაცოფებამ გადაურა და ისევ წამოუარა. რამე ხომ არ დამალევინა ან მაჭამაო, ისიც კი გაიფიქრა, მაგრამ იქვე გაახსენდა , რომ ფიქრის დრო არაა და რომ ....
"მოვდივარ ვენეციაში"
კიდევ აკოცა ... ბავშვი რომ რაღაცის დახატვას დაისწავლის და ყველა ფურცლის ნაგლეჯზე იმას თხიპნის, ისე იყო ახლა...
"მაშინ ღამე მირჩევნია მგზავრობა .ახლა შეგიძლია წამოსვლა? "
"კი" -არ სჯეროდა, რომ ეს ცერცეტი ქალი თვითონ იყო...
"მაშინ წავიდეთ, წამოიღე შენი ნივთები"
ნომერში აიპარა, მოზრდილ ფერად ჩანთაში ჩაალაგა თავისი ტანსაცმელი, რომლებიც ძალიან მოსწონდა ადრე , ხოლო ახლა მათ შემხედვარეს მხოლოდ ერთი სიტყვა ახსენდებოდა რატომღაც- "დედაბოძი" და ნახევარ საათში გზას გაუდგნენ.
This post has been edited by infinity-infinity on 27 Apr 2011, 23:17
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno