POMPADOUR MADAM DEnaina525მოვედი, ჩაი მოვიტანე
"ვიცნობ"
ლელამ ისევ სიგარეტი ამოიღო , გვერდით მიუჯდა, გააბოლეს. ოთახში კვამლის და ოფლის სუნი იდგა , შუაღამეს გადასცილდა ...
"საიდან..."
"საიდან , საიდან... ერთად ვსწავლობდით სკოლაში.. საიდან უნდა ვიცნობდე, აქ გავიცანი."
"ახლა სადაა? "
ფეხი ფეხზე გადაიდო და ირონიულად ჩახედა უძილო თვალებში .
გურამს ავი წინათგრძნობისგან ენა გაუბუჟდა პირში , კბილებზე გაისვა, ფეთიანივით წამოხტა: "სადაა ჩემი ცოლი? "
"სადაა და იქ, სადაც ყველა გზა მიდის" - ლელამ გაიცინა , გული ნიშნისმომგები სიხარულისგან აუფართხიალდა, სიტყვებს აწყობდა გუნებაში : " უბადრუკო კაცუნავ, რქიანო და წნევიანო... სადაა და ...."
"სადაა ჩემი ცოლი..." -ქშენით დაადგა თავზე, გუგები უხტოდა ჩაწითლებულ სკლერაზე...
დაფიქრდა, ჭერს ახედა, თვალები დახუჭა, გულგრილად გაეპასუხა:
"სად უნდა იყოს... ოსტიაში გემზე ვიყავით დაპატიჟებული, საღამოს, მასკარადზე. მე არ წავედი, თავი მტკიოდა და ... დილამდე გრძელდება წვეულება ..."
გურამი მოწყვეტით დაეშვა ლოგინზე, თვალნათლივ ეტყობოდა, როგორ უბრუნდებოდა თავდაჯერება-ხელი გადაისვა თავზე, ჩაახველა, გაიღიმა, წაიოხუნჯა:
"გემზე რა უნდა მასკარადს? ოპერაა? "
ლელამ ნამწვი მოაცილა სიგარეტს და შეხედა.
"შე საცოდავო ..." -ესღა გაიფიქრა, წამოდგა, კარი გაუღო- "კეთილად ბრძანდებოდე!"
გურამს რაღაც აწვალებდა, ცხვირი მოიფხანა : "ისაა... "
"ნუ გეშინია, არაფერს შევიმჩნევ"- ლელას გული ერეოდა.
უხერხულად გააბოტა კარისკენ, საკოცნელად წაეტანა, უხალისოდ, დაღლილი მზერით. ლელამ კარი მიუჯახუნა და სიგარეტის კოლოფს ჩახედა-გათავებულიყო.
* * *
მანანას გამთენიას გაეღვიძა , სამზარეულოში გავიდა და ყავა დაისხა, შიშველი ფეხებით იდგა იატაკზე, ამთქნარებდა და ბაღში ქარისგან წაქცეულ სკამებს გაჰყურებდა. საშა გამოვიდა , პერანგის ღილებს იბნევდა : " დავლევ ყავას და გაგიყვან. მერე სამსახურში წავალ"
ფინჯანი გადმოიღო, დაუსხა. იმან ხელზე აკოცა და ისე გამოართვა , გაუღიმა , თმაზე მიეფერა.
გული მოეწურა მწარედ...
ჩუმად საუზმობდნენ.
სასტუმროსთან დასცილდნენ ერთმანეთს. მანანა შებრუნდა და მანქანას უყურებდა , სანამ თვალს არ მიეფარა. მერეღა შეაბიჯა ვესტიბიულში.
იქ ლელა თვლემდა.
გაოცებული მიუახლოვდა, ხელი დაადო თავზე .
ლელა შეფხიზლდა, წამოხტა , ჩამქარალი მზერა ჰქონდა: "ჩემთან ავიდეთ"
ნომერში შევიდნენ, კარი მოიკეტეს .
მანანამ დაიჩურჩულა: "რა მოხდა? "
"შენი ქმარია აქ... ამ ღამეს გემზე იყავი, წვეულებაზე, გვიან დაიშალეთ ვითომ, გასაგებია? ასე ვუთხარი. წადი ახლა შენს ნომერში, არაფერი შეიმჩნიო..."
მანანამ პირზე აიფარა ხელი, საწოლზე ჩამოჯდა: " როგორ, რანაირად...."
ლელამ ისევ ჭერს ახედა: "ღმერთო, დავაშავე რამე?"
This post has been edited by infinity-infinity on 1 May 2011, 01:43