VACANTcoco chanel
gvaska
იქ , სადაც ყველა გზა მიდის
შენი მოფიქრებული სათაურია
kakunikoვაიმე, წითელ
რომ ამოვიდა, მანანა რაფაზე იჯდა, არ მოუხედავს. სიგარეტს პარკი მოხსნა და სანთებელა გააჩხაკუნა.
"მეც მომაწევინე"
მიუტანა, მოუკიდა , ნოხზე ჩამოჯდა, ფრჩხილების კვნეტას შეუდგა.. არადა , რა წვალებით დაანება თავი, ოცდახუთლარიანი ფრჩხილის ლაკი იყიდა, მწარე გემოსი და ისე . აფსუს..
მანანა მობრუნდა , ჩააშტერდა, სიგარეტს ეწეოდა კარგი სტაჟიანი მწეველივით: " თურმე რაში ყოფილა საქმე..."
"არ დამიწყო ახლა , შენი ჭირიმე " -ლელა ნერვულად წამოხტა-" ლექციები არ მინდა"
"მე ვარ ის ქალი, ესე იგი, ცოცხს რომ ამტვრევდა ზურგზე შენს ვარდიკოს, გიჟი ქალი, ავი, ხოო? "
"რაც მომყიდეს, ის გავყიდე. "
"რა მოგყიდეს, რა გაყიდე , ქალო... კაცს ლოგინში ჩაუწექი, ვიღაცის აწყობილ ცხოვრებაზე გინდოდა მოჯდომა, ვიღაცის ნაყიდ ავეჯზე წამოგორება, ვიღაცის ნალოლიავები სახლის დიასახლისობა ..."
" არ ვგეგმავდი მაგას, ნუ გეშინია... ავეჯი, თორემ... "ტედესიტის" სპალნა კარგად შეინახე, არ დაგეკარგოს"
ლელას დასცხა, ოფლი გადასდიოდა, სიგარეტი ჩააქრო და ისევ მოუკიდა...
" აბა , რა გინდოდა? კაცი? წაიყვანე, მიჩუქნია" -გესლიანად ჩაიცინა.
" ეგეც კარგად შეინახე. ბოზანდარა მე ვიყავი ხო? პატარა მეძავი... რას მამკობდი, ბიჭო, ბიჭოო.."
მანანა ფანჯარას გადაეყუდა. სასტუმროს წინ შვეიცარი თვლემდა : " ხო, რა ვიცი. იყო ეგ ვერსია და საკმაოდ სარწმუნოც , შენი რაობის, ასე ვთქვათ"
"საშას ბიბლიოთეკაში ნახე ხვალ ლექსიკონი , დაითრიე და წაიკითხე , აბა, ბოზის განმარტება " -ლელამ თვალი ჩაუკრა.
მანანამ მოხედა, ჩაიცინა, თავი დაიქნია სინანულით: " მალადეც! წადი და უთხარი ხვალვე. მე მაინც გაყრას ვაპირებდი და... მოკლედ, მაინც შენს წისქვილზე დაასხამს წყალს. შვილები აღმიშფოთდებიან ... წადი, ჯანდაბა შენ ..."
გარეთ უკვე ტურისტები იკრიბებოდნენ, ქალაქმა გაიღვიძა, მაღაზიები გაიხსნა, ცხოვრება გაჩაღდა , რომმა ღრმად ამოისუნთქა და რომაულ მზეს გაუღიმა ...
" შტერი ყოფილხარ, ჩემზე უარესი... განსხვავება ისაა, რომ სპარსელები და სპარტელები არ გერევა ერთმანეთში. გიხაროდეენ! "
ლელა ლოგინზე გადაწვა. მანანა მობრუნდა, ისევ გააბოლა, გამოცარიელებული უყურებდა კარს , დიდხანს, ძალიან დიდხანს ...
"რაღაცას გკითხავ..."
ლელა ბალიშს მიეყრდნო , დაამთქნარა: "მკითხე აბა..."
"რა და... ბოლოსკენ, აი, სულ ბოლოს... ჭერს უყურებს ხოლმე , ჭირის ოფლი გადასდის და ნატანჯი სახე აქვს ? "
ლელამ შუბლზე იტკიცა გაშლილი ხელი : "ხო"
არანორმალურმა ხარხარმა ქვემოთ ამერიკელ ტურისტთა პატიოსანი ჯგუფი შეაჩქვიფა და ზემოთ ამოახედა...
"ეგ რა გამახსენე ...მიეცეს ჩემი ცოდვა! "
ტურისტებმა გზა გააგრძელეს. შვეიცარმა თვლემა შეწყვიტა და პოსტი თავის ტყუპისცალს გადააბარა.
This post has been edited by infinity-infinity on 1 May 2011, 15:22