* * *
****
თავის ნომერში წყალი გადაივლო და გამოიძინა.
შუადღისას კაკუნმა გააღვიძა, საათს დაწვდა, დახედა, ვინ არისო, დაიძახა.
"მე ვარ, მანანა..." - ჩაიხრიწინა.
"ვერ გავიგე" - უხეშად გაეპასუხა, ხალათს დასწვდა.
"მე ვარ, გურამი" .
"მანდ დამელოდე"
ადგა, გარდერობი გამოხსნა, ხაზგასმულად გემოვნებით გამოეწყო, წყნარად დაჯდა და თვალების შეღებვა დაიწყო, ტუჩზე საცხი გადაისვა, თმა გადაივარცხნა, მერეღა გახსნა კარი და ყასიდად გაიოცა.
"რატომ არ მიღებდი? "
"ვიცვამდი. აქ რა გინდა? "
გურამმა ლოყები დაძრა და ტუჩებს ღიმი მოჰგვარა: "ჩამოვედი, მომენატრე...მეც მინდა დასვენება" -ბოლოსკენ წუწუნა ბგერები გამოურია და პარკი მიაწოდა- "ეს შენ გიყიდე"
მანანამ ლოგინი გადაასწორა, პარკს ისე შეხედა, თითქოს ნაგავი ნახა ძირს დაგდებული და გაუკვირდა, აქ ეს ვინ მოათრიაო. მერე ჩამოართვა და გახსნა. შოკოლადებიანი ყუთი იდო.
" შოკოლადებს და კანფეტებს მიაქვს აქაურობა, სად წამოგითრევია ამხელა გზაზე..."
" შენ ხომ მთვრალი ალუბალი გიყვარს და... ვიფიქრე, იქ იქნება -მეთქი? " - აწითლებული იდგა.
"ოჰჰო, გცოდნია, რა გინდა... აქამდე რატომ არ იცოდი? "
"ვიცოდი, არ გინდა ეგეთი ლაპარაკი, ეეე" -თვალებს ატრიალებდა, ფეხი მოინაცვლა უხერხულად...
"როგორი ლაპარაკები არ მინდა, გურამჩიკ? " -მანანამ ფეხსაცმელს დახედა, გაიფიქრა, ამ კაბას არ უხდებაო და სხვა გადმოიღო_ "მთვრალი ალუბალიც მიყვარს და ფხიზელი მარწყვიც , შენ კიდევ ახლა გაგახსენდა ეგ ამბავი" - ფეხსაცმელი მოირგო, სარკეში ჩაიხედა_" აა, ეგრე არ არის? ვტყუი? "
გურამი საწოლზე ჩამოჯდა: "ნუ ბავშვობ, მომისმინე..."
'გისმენ და გემორჩილები. არა, არ გემორჩილები.. ისე გისმენ. ჰე, დაიწყე... წნევა ისევ გითამაშებს ხოლმე?"
" ვიღაც ტუტუცებს ნუ აჰყვები, მანანა. მე არავინ მიყვარს შენს მეტი"
მიუბრუნდა, აგდებით უყურებდა: " აბა, დაიგინე"
გურამი ისე შეხტა, თითქოს უკანალში ნემსი ეჩხვლიტაო: "რაო? "
"რაც გაიგე"
"სად ისწავლე ეგ სიტყვები... გამაგიჟებ შენ!"
"რა სწავლა ამას უნდა, ვირგილიუსი კი არ არის... ჰე, დაიგინე-მეთქი, თუ არადა, აქედან მოუსვი"
გურამმა გულზე მიიდო ხელი...
"აპა-პა-პა, არ გვინდა ახლა არტისტობა " -მანანა გვერდით მიუჯდა, მხარი გაჰკრა_"გელოდები, რა იყო"
გურამმა თავი დახარა და ისეთი სიტყვები ამოუშვა პირიდან, რასაც მისი პატიოსნება უნდა დაემტკიცებინა, რომ მანანას დედამთილი შეეცოდა. კარგი ქალი იყო მაინც, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა, კი...
"კარგი, გურამჩიკ. თმას მოგჩეჩავდი ახლა სიყვარულით , მაგრამ არ გაქვს და რა გიყო. მშია , ქვემოთ ჩავიდეთ"
ერთ-ერთ ნომერთან შეჩერდა, დააკაკუნა. ლელამ გააღო, გამოვიდა და სარგადაყლაპული გაჩერდა.
"ეს გურამია, ლელა, ჩემი ქმარი" - ხალისით გააცნო ერთმანეთს-"ეს ლელაა. აქ გავიცანი, ვამხანაგობთ. წამოდი, ვისადილოთ"
ლელამ კარი გამოიხურა და გაედევნა. გურამი არ მოდიოდა, უბრალოდ კოსტუმს მოათრევდა...
This post has been edited by infinity-infinity on 1 May 2011, 23:36
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno