coco chanel 
სულ მთლად გავწითლდი
თან სახე გავიწმინდე დღეს და ორმაგად წითელი ვარ
მე გავიგე , გავიგეოო
"ცოტას წავიძინებ, გურამ ,თავი ამტკივდა " -ლოგინზე გადაწვა .
"ხომ არაფერი მოხდა?" -გურამი მთელი ტანით მობრუნდა.
"რა უნდა მომხდარიყო"
თვალები დახუჭა, ბალიში დაიფარა თავზე... თხუთმეტ წუთს ელოდა და მერეღა გაიგო კარის გაღება-დაკეტვის ხმა... ადგა, მოემზადა, მაკიაჟი გაიკეთა, თმა დაილაგა , კრემი გადაისვა, სუნამო დაისხა... ნაბიჯების ხმაზე ისევ ლოგინზე დაწვა და ბალიში დაიფარა... ფრთხილობდა, ვარცხნილობა არ შემელახოსო... გურამი შემოშრიალდა, დიდხანს იდგა საწოლთან , მერე რარაც დადო და გავიდა.
წერილი გახსნა: " მანანა, სამსახურიდან დამირეკეს... ინტერნეტ-კაფეში გავალ, საბუთებს გავგზავნი, ცოტას წავიმუშავებ, არ მოიწყინო.."
ფურცელი შეატრიალ-შემოატრიალა : " ჩაჩანაკო!"
ფანჯარასთან დაიწყო ლოდინი , მთელი საუკუნე გავიდა... თითებს აკაკუნებდა რაფაზე: 'ჰე, სად ხართ აქამდე..."
ჯერ ლელა დაინახა, გაბუსულმა ამოხედა, მერე გურამის თავზე ასხლეტილმა მზის სხივმა მოსჭრა თვალი და სასწრაფოდ ფარდა გააფარა. ფურცელი აიღო, მეორე მხარეს მიაწერა: " მე მაღაზიებში გავივლი , საუცხოო ფასდაკლებებია. მანანა. " პომადით გული მიუხატა, გაკეცა, ტუმბოზე დადო, კიბეზე ჩაფრინდა და დაიყვირა: "ტაქსი"
***
თამრო საზურგეზე გადაწოლილი ბრუნდებოდა ვენეციიდან და სურათებს ათვალიერებდა...
ჯოვანი მტრედებს აპურებს ... ჯოვანი ყველიან სპაგეტის ჭამს... ჯოვანი ეკლესიაში დგას მადონას ქანდაკებასთან.... ჯოვანი გონდოლაში ზის და ეწევა .... ჯოვანი თამროს კოცნის ... ჯოვანის სძინავს, შიშველ მკერდზე თხელი საბანი წაუფარებია და შუბლზე უდევს ამობრუნებული მაჯა... ჯოვანი იღიმება... ჯოვანი მანქანას მართავს და მუსიკას უსმენს ჩაფიქრებული... ჯოვანი თამროსთვის ვენეციური შუშის საყურეს ყიდულობს... ჯოვანი შხაპში მღერის... ჯოვანი არ ჰგავს სხვებს ...
ჯოვანი მობრუნდა, მუხლზე დაადო ხელი ...
"ნეტა როდის შევხვდები მის შეხებას აუღელვებლად? " - თვალები დახუჭა...
"კმაყოფილი ხარ? "
განა კითხვა უნდოდა?
"წინ კიდევ დიდი გზაა და მოდი, მომიყევი რამე შენს ქვეყანაზე"
ისევ საზურგეს მიეყრდნო: "რა მოვუყვე? " ახლაღა გაახსნდა, რომ საკუთარ ქვეყანაში მხოლოდ მცხეთაში იყო ნამყოფი ექსკურსიაზე, კიდევ კახეთში, ჰო, და ზღვისპირეთში...
"რა მოგიყვე? ჩამოდი და ნახე "
ეს უთხრა და გული ამოუვარდა კინაღამ ...
იმან მოხედა, მერე ისევ გზას გახედა, მერე ისევ მოხედა, გაიღიმა , მერე უფრო ფართოდ გაიღიმა: " კარგი საჭმელები გაქვთ? "
"უჰ, გადასარევი... ბიცოლაჩემი რა ლობიოს ამზადებს , უნდა ნახო.. ნამდვილი სიგიჟეა... ხინკალი უნდა გასინჯო შენ ან სოკო კეცზე..."
"ვიზის ამბავი როგორ იქნება? მომცემენ? "
" მგონია, სულ უვიზოდ შემოგიშვან... იქედან გამოსვლაა ძნელი თორემ შესვლა კი არა..."
"როდის ჩამოვიდე? "
"როცა გინდა, ჩემოო.... " -ვერ მოიფიქრა, თავისი რა იყო, რა მაინც, რა... ისევ სურათებს ჩააცქერდა, სიხარულისგან თვალები უელმდებოდა... გზაზე მიჰქროდნენ, ჰეეჰ... ადრიატიკის ზღვა თეთრ იახტებს არწევდა , შორს... ზეთისხილის პლანტაციები და ვენახები იყო გზის აქეთ-იქით დახატული, დაკალმული...
This post has been edited by infinity-infinity on 4 May 2011, 00:25