.... ჯიბეში ხელებჩაწყობილი ათვალიერებდა სურათებს.
მხრებით იცნო...
არ დაიჯერა , კარიდან უკან გამოვიდა და ლელას გამოხედა .
ლელა გაიკრიჭა და ცერი ასწია ზემოთ...
გაბედა, შევიდა , კარის დახურვა დაავიწყდა...
ის შემობრუნდა , გაუღიმა და ყოვლად დაუვიწყარი კბილები გამოაჩინა....
მანანამ თავი გადააიქნია და საფეთქლებზე იტაცა ხელები.
მერე?
მერე ქვითინი წასკდა და თან ამოაყოლა ყველა შეგუბებული ემოცია, ყველა ტკივილი, ცოდვა, მადლი, გასაჭირი , სიხარული, ყველა გაუმხელელი სიტყვა, დაუბადებელი აზრი, გაუნელებელი ბრაზი, შეურაცხყოფილი გრძნობა, ახდენილი სიზმარი...
შხამივით ამოანთხია ხორხში გაჩხერილი სიმწარე და ხელმეორედ დაბადება იგრძნო, სისველიდან და სიბნელიდან, არარაობიდან და უსასრულობიდან...
ლელა იდგა კარში, თავისი დავთრებით, ამჩატებული....
"მოკლედ რა ... ერთი მე ვყავარ დედას საწყალი" -გადაიხარხარა.
" უფროს-უმცროსობა იცოდე.. ჯერ ჩემი რიგი იყო" -მანანამ თვალები მოიწმინდა... ფართო მხრებს უკან ჩაკარგული უყურებდა და იცინოდა...
"რომში" ისევ ცხელოდა, ისევ ისმოდა აჟიტირებული ხალხის ხმები და ფანჯრებზე თეთრი ფარდებიც ისევ ისე ირხეოდა... საღამო მოიპარებოდა ყველა მხრიდან, ყოვლისმომცველი და გრილი...
the end
"ზუსტად ამ წელში გამოყვანაში იღებს ვალენტინო ფულს" -სთქვა მან და ზარას პიჯაკი უკანვე დაჰკიდა
"იბიომაწ
მონსერატ კაბალიე დაიჭირეს 3 დღის წინ და აქ ყრუ გაანთავისუფლეს" (c) spliyvi
გრძელ ვადაში გათვლილი კეთილდღეობა მღუპავს მე აწმყოში(c) Neno