infinity-infinityბევრმა თქვა ცრემლი მომადგა და ამეტირაო.
მეც ამდენმა სიყვარულმა , სიკეტემ, თანაგრძნობამ..., რაც ამ თემაში დაიღვარა, თქვენგან, ყველასგან.. გული ამიჩუყა კაი გვარიანად ამეტირა..
რა მშვენიერია ეს ყველაფერი-
ინფინიტი,
მისი ქალები
და თქვენ, იგივე ქალები სხვა ისტორიებით, მარა მაინც ინფინიტის ქალების ნაწილების მატარებლები ყველა..
უუუხხ, რა სასტიკი ამბოხი იყო ჩაღვრილი ამ გვერდებზე.
როცა მანანას გურამასთან დაბრუნება გააპროტესტეთ, ეგ თქვენი პირადი ამბოხის სურვილი იყო.
ეგ თქვენ ოცნებობთ ყოფილ მტრებთან შერიგება- მეგობრობაზე.
ეგ თქვენ ოცნებობთ თანადგომაზე და სიყვარულზე, რომელიც საიდანღაც გამოჩნდება ოდესმე, მარა აუცილებლად გამოჩნდება
შემოვა ახლა ვინმე ღვარძლიანი გურამასნაირი უსული ერთუჯრედიანი (ამ ბოლო გვერდებზე მოარული გურამა ეგ არის მხოლოდ) და თუ ხმამაღლა არა, თავისთვის ჩაილაპარაკებს, სერიალების მოყვარული დედაკაცები ჩამცხდარან და იცრემლებიანო)..
ვაი თქვენს პატრონს! ვინც ამ ცრემლების სიმძიმე ვერ შეაფასა და მსუბუქად მონათლა..
ვიცი არ გეწყინება, ინფინიტი, რო ახლა ვერ გამოგარჩევ.
ახლა ყველა ერთნაირად საყვარლები და კარგები იყავით, ერთმანეთისგან გაურჩევლად..
შენ კი უღრმესი მადლობა აქ დატრიალებული სულიერების ზეიმისთვის, თაბუს მადლობა..
ამ თემიდან ყველა სუუ ცოტა უკეთესი გავა.. სხვა თუ არაფერი, სუულ ცოტა იმედიანი მაინც..
ამდენი კარგი ადამიანი ერთად იმის ნუგეშს მისცემს თითოეულს, რო არ დაიკარგება და არ დაიღუპება, კეთილი ადამიანებისგან შეწევნის იმედი ექნება..
ბევრი, ბეეევრი ეტყოდა თავის ტავს, ყველაფერი კარგად იქნება, ბოლო ყოველთვის კეთილია
მე პირადად ეგ გავიფიქრე