Laverne_de_Montmorencyრეიტუზები მე ვერ ვიხმარე, ძნელი ჩასაცმელია
ხელფეხიანი ბოდეები თბილი უყიდე, ძალიან მოსახერხებელია
პელიონკები გამოგადგება, თბილი განსაკუთრებით, გასამშრალებლადაც დღემდე ვიყენებ, პირსახოცი არ ამშრალებს კარგად, მითუმეტეს ჩვილზე მე ვერ გამოვიყენე. ჯერ პელიინკაში შევახვევდი, მერე პირსახოცში და ასე ვამშრალებდი. ქუდიანი პირსახოცი უფრო მოსახერხებელია. ხო, პელიონკა შესაკრავადაც გამოგადგება, მუცლის ტკივილის დროს
ვედროს გირჩევ იყიდო, გაზების დროს ჩასვამ თბილს წყალში, შენც დაისვენებ და ბავშვიც

ორკბილა, გვირილა იყიდე, თავიდან ამ ნაყენში აბანავე, კანს უწმინდავს პატარებს, კარგია
გაზგამყვანიც იყიდე
საძილე ტომარაც მოსახერხებელია
ყურის ჩხირები, ბამბა, ბინტი სტერილური, სპირტი, პერეკისი. სამშობიაროში გასწავლიან ჭიპის დამუშავებას
ბავშვის პუდრი და ტალკი ერთიდაიგივე არ არის?
უზნაძე -მჭედლიშვილი მოუხდა ჩემსას, ბიოლაინის კრემიც მქონდა, ვერ გამოვიყენე
სველი სალფეთქები, პამპერსი
ხო ჩასაბანად, მე ბიოლაინის გელი მომწონს, თან ეკონომიურია. ამით ვბანდი თავსაც, ეხლა გადავედი ბუბხენის შამპუნზე და საპონმზე. ძალიან ჩვილზე მარტო ორკბილა-გივირლას ვიყენებდი და ბიოლაინს.
შენ თითონ მიხვხედი რომელი უფრო მოგეხერხება და მოგეწონება
ხო, ვანისთვის ბატუტს გირჩევ, ძალიან კარგად გამოვიყენე
რამდენი ვწერე

სავარცხელი
ლილოში მე ვერაფერი ვერ ვიყიდე, უფრო ბავშვთა სამყაროში ავარჩიე. კი ბევრი მქონდა მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვიყენე, ჩაუცმელი არ დამრჩენია, უბრალოდ მერე ერთბაშად დაუპატარავდა ყველფაერი
This post has been edited by Princess on 3 Oct 2012, 10:49