დიდი მადლობა

მალე მოგილოცავ შენც და ყველა აქ მყოფსაც დარწმუნებული ვარ ამაში
კონკრეტული ეხლაც არ ვიცი
ტსH - მქონდა სულ ზედა ზღვართან - თუმცა ჩიყვი არ მაქვს
პროლაქტინიც ზედა ზღვართან ყოველთვის
17კს მაღალი - ოღონდ შარდის ანალიზით და არა დეას მაჩენებლით (ერთი და იგივეა, კეტოსტერონი თუ რაღაც)
კიდევ გლანდები ამომაძრეს იძულების წესით ამის ბრალიც იქნებაო

მეუღლეს ურეოპლაზმა - მე რატომღაც არ მქონდა
ყველა ეს ერთად და არც ცალ-ცალკე აღებული 2 შეწყვეტილ ორსულობას ვერაფრით გამოიწვევდა იმიტომ რომ ტსH იოდბალანსით ვეხმარებოდი პრლაქტინს დოსტინექსით და ა.შ
მკურნალობით როგორც ასეთი რეპრდუქტოლოგთან არ მივსულვარ, ისევ მეან-გინეკოლოგთან სადაც მივედი პირველი შეწყვეტილი ორსულობის მერე ჩაჩავაში
კი მიშლიდა ნერვებს რომ ვერ მეუბნებოდა ზუსტ პასუხს, ეს გლანდებიც ტყუილად რომ ამომაჭრევინა მაგრამ აი ასე ჯიუტად დავრჩი ისევ მასთან მხოლოდ იმის გამო რომ უკვე შესწავლილი ვყავდი და სხვების საჯიჯგნი ნერვები ნამდვილად აღარ მქონდა
ბოლოს მითხრა: მე შენ ისეთი ვერაფერი გიპოვე რომ ჩავეჭდო და მოდი პლაზმოფერეზი გავაკეთოთ თუ არადა ჩემთან აღარ მოხვიდეო
გავიკეთე მიუხედავად იმისა რომ არ მინდოდა მორიგი ხელზედასახვევი მეგონა
არ ვიცი მთლად მაგას ვერ დააბრალებ მაგრამ ნუ დღეს ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა და სულ სხვა განზომილებაში ვარ
This post has been edited by Unitended on 23 Jun 2011, 16:39