გამარჯობათ გოგოებო

კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ თემაში

ყველას ბევრ წეროებს გისურვებთ ამ ახლო მომავალში.
მოკლედ მოგიყვებით ჩემს ისტორიას. მოკლედ 5 წელიწადია ველოდები წეროს უშედეგოდ. ჩემს შემთხვევაში მე არანაირი პრობლემა არ მქომია და ჩემს მეუღლეს ქჰონდა პრობლემები (ოლიგოსპერმია), ვისთან არ დადიოდა მაგრამ შდეგი მაინც არ იყო, ბოლოს ექიმმა უთხრა ვინაიდან პატარები არ ხართო (მეც და ჩემი მეუღლეც 33 წლის ვართ) იფიქრეთ ხელოვნირ განაყოფიერებაზეო.
მერე მე მივედი თათია თუღუშთან და გავიკეთე 2ჯერ ინცემინაცია, მაგრამ სამწუხაროდ უშედეგოდ დასრულდა ორივე მცდელობა. მერე თათიამაც მითხრა აზრი არ ააქვს ტყუილად უნდა ხარჯო ფულიო, წადი ეხლა და ინვიტროს როცა გადაწყვიტავ მერე მოდიო.
მოკლედ შევეშვი ყველაფერს და გადავწყვიტე ერთი წელი დამესვენა და წელს შემოდგომისთვის დავიწყე ფსიქოლოგიური და მატერიალრი მზადება ინვიტროსთვის
4 დღის წინ ჩავეწერე კბილის ექიმთან და თან უკვე ის პერიოდი იყო რომ ველოდებობი და მაინც ვინაიდან ნერვი უნდა მოეკლათ და რედგენი უნდა გადაეღოთ კბილზე მაინც ტესტი ვიყიდე და გავიკეთე - უარყოფითი აჩვენა და წავედი ექიმთან. ხო ეს ტესტი სამსახურში გავიკეთე და მერე ყუთში ჩავდე და ჩანთაში ჩავიგდე რომ მერე გადამეგდო.
ექიმიდან სახლში რომ მოვედი გამახსენდა ტესტი და ამოვიღე გადასაგდებათ და რას ვხედავ მეორე მკრთალი ხაზი ჩანს. გული ამიჩქარდა და კინაღამ ფეხები მომეკვეთა. გავიქეცი აფთიაქში და ვიყიდე სხვადასხვა ფირმის ტესტები. გავიკეთე გუშინ და დღეს და ყველა აჩვენებს 2 ხაზს ოღონდ მეორე ხაზი პირველზე უფრო მკრთალია მაგრამ აშკარად ჩანს.
ეხლა ისეთი დაბნეული და ბედნიერი ვარ რომ ცოტა მეშინია.
იმედია კბილის რედგენი და ანესთეზია არაფერს მიზავს

ხვალ სისხლის ანალიზს გავიკეთებ

ეხოზე ჯერ არ გამოჩნდება და მანამდე ვერ მოვითმენ