Nanuka444ვაიმე, არ ტქვა! 9ივნისს გამოიჩეკა ნისა. შარშან ძალიან ცხელოდა. ალუბალი, მარწყვი - ფენა ფენა ვდებდი ჭიქებში, ვაყრიდი ქოქოსს და ვყინავდი

გაყინულს ისეთი გამწარებული ვჭამდი.......

მე ნისას პედიატრის თაბნახმად შევუდგინე მენიუ - თამაზ კორძახიაა ჩვენი პედიატრი (ჰერა).
შარშან ცხელოდა ძალიან და 2 კვირიდან მიირთმევდა ფენხელის ჩაის - 150მდეჰქონდა უფლება,მ მაგრამ 100მდე მიირთმევდა
3 თვიდან: ვაშლის ნაფხეკი, და გაყინული ალუბალი - თავიდან წვეთით დავიწყე და მარცვალზე ავედით. (გაყინვიდან 6 თვის მანძილზე ყოველდღე აწკლაპუნებდა)
4 თვიდან: გახეხილი ვაშლი, შავი ქლიავი, მსხალი, მოხარშული კვახი (ვაშლთან ერთად ვაძლევდი)
მსხალი და ქლიავი სანამ ცოცხალი იყო ვაძლევდი, მაგრამ მალე მიილია და ჰიპის ქლიავზე გადავედით. კვირაში 1 ქილას მთელი ზამთარი მიირთმევდა.
5 თვიდან: გარგარი (ჰიპის, სადღა იყო ცოცხალი), რძიანი ფაფა (ნესტლე, ბები, ფრისო წიწიბურა, შვრია, ხორბალი) 160-180გრ. ასევე დაიწყეთ ბოსტნეულის პირე 50გრ. (ერთ დღეს არ მიმიცია ფაფა და პიურე, რომ შეჩვეულიყო) პიურეში ბუჭყლიტავდი მარტო კარტოფილს, ვიყენებდი ბოსტნეულის ნახარშს: სტაფილო, ჭარხალი, ყვავილოვანი, ბულგარული, ხახვი, ნიორი, კამა, 2 ჩ.კ. ბრინჯი, დაჭყლეტილს + მარილი, ზეთი. პირველ წყალს ვუცვლიდი, რომ ადგუღდებოდა.
6 თვიდან: კვირაში ერთხელ წიწილას ხორცი (60-80გრ). დავიწყეთ მაწონი 200გრ + 2-3 ც. ჰაინცის პეჩენია. დავიწყეთ ხილის ჩაი და ასკილი ჟოლოს ჩაი - ორივე ჰიპის.
პ.ს. ბოსტნეულს აქამდე ხომ მარტო კარტოფილს ვუჭყლიტავდი, ახლა დავუმატე სტაფილო, და ყვავილოვანიც.
7 თვიდან: ქიქილას ტეთრი ხორცი კვირაში ორჯელ. ხბოს ხორცი კვირაში ერთხელ. აქვე დავიწყეთ ჰუმანა 2. - 200გრ აქამდე ძუძუზე იყო
პ.ს. არ მახსოვს როდიდან დავიწყე ქათმის ყიდვა, წიწილას თეთრი ხორცი აღარ ყოფნიოდა

8 თვიდან: დავიწყე ხაჭო 20-40გრ. პედიატრის რცევით - ვაშლტან ერთად, მაგრამ ნისამ თქვენ ხომ არ გადაირიეთ - ხილი ცალკე და რძის პროდუქტები ცალკეო

ასე რომ ეს ხაჭო დავუმატე მაწონს და პეცენიას

დავიწყეთ კალმახი (ჯიმარტი) - კვირაში ერთხელ.
სულგუნი 50 გრ. - ბოსტნეულის ფაფაში.
პური 50გრ - ვენური ბატონი - შირნჰოფერი
ხბოს არტალას ნახარში, თავის ხორცთან ერთად - კვიორაში ერთხელ (ეს ერტადერთი ნახარშია დღემდე)
კვერცხის გული 1/4 კვირაში ორჯელ
9 თვიდან: საქონლის ღვიძლის პაშტეტი კვირაში ორჯელ 50გრ. ღვიძლი ტაფაზე იბრაწება, შემდეგ ითუშება - 2ჯელ ტარდება ხორცსაკეპში + კამა, კარაქი. (ასევე შეიძლება სემპერის მზა კვება)
ასევე დავიწყე სემპერის ტევზეულობა. გაყინულს ეს მერჩია, არადა სიომგა, ტრესკა და ა.შ. რომელიც თვეების მიხედვით ეკუთვნის
გუფთა - სიმართლე რომ გითხრა არ გამიკეთებია
9 თვიდან დავიწყე ხორცის დაჭრა, მორჩა ბლენდერის გამოყენება (დაუგეგმავად მოხდა: 2 კვირით ადრე ვცადე და არ შეჭამა. ერთხელაც მოვედი სახლში და შუქი არაა, დავუჭერი იქნებ შეჭამოს მეთქი და შეჭამა

)
10 თვიდან არაფერი დაგვიმატებია, ისედაც მრავალფეროვანი მენიუ ჰქონდა
11 თვიდან: კატლეტი ორთქლზე. (ხორცის დასარბილებლად: პურის გული წყალში დამბალი ან წიწიბურა ან კარტოფილი - 40 წუთი დუღილს რომ დაიწყებს) ჩვეულებრივ ბოსტნეულის პიურესთან ერთად ვაჭმევ
ასევე: მწყერი და კურდღელი. მწყერის ყიდვა დრეს მინდა - ვერ ვიშოვე და იმედია დრეს ვიშოვი. კურდღელი საერთოდ დეფიციტშია
ქათმის კვერცხს პერიოდულად ვცვლი მწყერის კვერცხით
უფ. შენ თუ ამდენს წაიკითხავ

პ.ს. ორ ახალ კვებას შორის ვაკეთებდი 1 კვირიან შუალედს.