tamo7779მერვე თვეშია ახლა
regenbogenტაბუპურე ქათმით:
ჩვეულებრივ ვხარშავ ცალცალკე ჯერ კარტოფილს პიურესთვის და ცალკე წიწილის თეთრ ხორცს
მერე ვაკეთებ პიურეს, კარაქს ვუშვრები უკვე ცოტას( უკეთეს გემოს აძლევს)
და დაწიწკნილ ხორცს ვუმატებ შიგნით
მარილი და ვსიო
მოსწონს ძალიან
გუფთები:
ხბოს ხორცის ფარშს ვამატებ კვერცხის გულს და დამბალ პურს მხოლოდ
წვენში უშვრები კარტოფილს,მწვანილებს,ერთ პატარა კბილ ნიორს,მარილს,და წინასწარ ზეითუნის ზეთში მოთუშულ ხახვს
ვხარშავ ყველაფერს ერთად
მერე თავისივე წვენში ურევ ამ გუფთას და კარტოფილს და ვაჭმევ ასე
ხან ცოტა პურსაც ჩაუფშვნიხოლმე
მარტო ხორცითაც გემრიელია
ქათმის სუპი:
კარტოფილი,სტაფილო,წიწილის თეთრი ხორცი,მწვანილები,მოთუშული ხახვი,ნიორი
ვხარშავ გუფთისნაირად
მერე წვენში უყრი წვრილად დაწიწკნილ ხორცს და ასე ვაჭმევ
ვერმიშელს ვხარშავ წყალში
რადგან სპეციალურად ბავშვისთვის განკუთვნილი ვერმიშელი ვერ ვნახე და არც ვიცი თუ არსებობს საერთოდ
ჩვეულებრივი,ყველაზე წვრილი ვერმიშელი უყიდე
რომ მოიხარშება მერე ვამატებ რძეს 1/3 მითხრეს
მაგრამ თვალის ზომით უკეთებ,უფრო მეტი წყალი უნდა იყოს ვიდრე რძე
თავიდან ნაკლებად ცხიმიანი მივეცი სანტესი,მწვანე შეფუთვაში რომაა
კარგად რომ აიტანა ახლა უკვე ეკოფუდის ჩვეულებრივი რძით უკეთებ
ვაზავებ კარაქით,მარილით და ცოტა შაქრით გემოვნების მიხედვით და ვსიო
ჭამის დროს კოვზით ცოტას დავშლიხოლმე ამ ვერმიშელს და ყლაპავს გადასარევად
ბორში:
ყველაფერი ჩვეულებრივ როგორც დიდებისთვის ვაკეთებს
წიწაკის,ტომატპასტისა და სუნელების გარდა
ზუსტი მომზადების წესი არც მე არ ვიცი გოგოებო
ნურც ენდობით მაინცდამაინც ჩემ რეცეპტებს
შეიძლება შეცდომითაც ვაკეთებ რამეს
ანო კი იტანს და ჭამს კარგად ყველაფერს

დღეს მაწვნის სუპი უნდა გაუკეთო
გუშინ ვიმტვრიე თავი რა გაუკეთომეთქი და რა მოვიფიქრე გაცინოთ ახლა

კვერცხი,ხბოს ხორცი,კარტოფილი მოვხარშე
აურიე პიურეში კვერცხის გული,ხორცი,კარაქი,მარილი და ასე ვაჭამე
ისეთი გემრიელი გამოვიდა კიდევ უნდა გაუკეთოხოლმე
ანოსაც მოეწონა